აღმოსავლური გაგებით, ჰარმონიის კანონი განხორციელებულია “ინ - იანის“ სიმბოლოში. ძველი ჩინური (დაოისტური) ფილოსოფიის თანახმად, ინ - იანი ორ მოპირისპირე საწყისს, ანუ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ენერგიას წარმოადგენს და იგი სამყაროში იმთავითვე არსებული ყოვლისმომცველი სიცარიელიდან (ვუჩი) იშვა. ინ - იანის ურთიერთმოქმედებების შედეგად გაჩნდა “ცი“ (“კი“) ენერგია, რომელმაც ჩამოაყალიბა გასაგნებული სამყარო და ადამიანის ფიზიკური არსებობისა და სულიერი მოღვაწეობის წინაპირობად იქცა.
ორი მოპირისპირე საწყისიდან ინი განასახიერებს სამყაროში ყოველივე უარყოფითს, პასიურს, სუსტს, რბილს, შინაგანს, ქალურ საწყისს, ღამეს, მთვარეს, წყვდიადს და ა.შ. ხოლო იანი წარმოადგენს ყოველივე დადებითს, აქტიურს, ძლიერს, მყარს, გარეგანს, მამაკაცურ საწყისს, დღეს, მზეს, სინათლესა და სხვას. მაგრამ ამასთან, ინ - იანი ერთი მთლიანი ძალაა, რომელშიც იგულისხმება ერთი განუყოფელი მთელის ორი თანაარსებული ძალა. ინ - იანის ურთიერთშეთავსებით იკვრება წრე, რომელიც განასახიერებს ჰარმონიას.
ინ - იანის სიმბოლო ორ მოპირდაპირე ნახევარს შეიცავს. თითოეული ნახევრის შიგნით საპირისპირო ფერით აღნიშნული მცირე წრეა მოთავსებული. ინ ნაწილის შიგნით მცირე წრე განასახიერებს იანს და პირიქით. ეს სიმბოლურად უკავშირდება სამყაროში ორი საპირისპირო ძალის უსასრულო თანმიმდევრულ მონაცვლეობას. ასევე მიანიშნებს თითოეულ მათგანში ერთმანეთის სახასიათო ნიშნის უცილობელ არსებობას. ცნობილია, რომ თვით ყველაზე მყარ და ძლიერ მამაკაცში არის რაღაც დოზით ქალური კომპონენტი, ხოლო ყველაზე ნაზ და სუსტ ქალში არის მამაკაცური საწყისის მცირედი ნაწილი.
ინ - იანის პრინციპები განხორციელებულია ჰარმონიის კანონში. რამდენადაც ადამიანი დიდი კოსმოსის მინიატურული სარკეა, იგი შინაგან ჰარმონიას მოიპოვებს თავის შიგნით ინ - იანის ბალანსის შედეგად, ანუ თუკი ადამიანი შინაგანი წონასწორობის მდგომარეობას მიაღწევს, იგი შეძლებს შეუერთდეს მსოფლიო ჰარმონიას. აღმოსავლური გაგებით, ამისათვის საჭიროა მის სხეულში “ცი“ (“კი“) ენერგიის ფლობა და მართვა; როგორც ამბობენ, “მისი გადმოღვრა და შესრუტვა ვეებერთელა კოსმიური ოკეანიდან“. გარდა ამისა, ადამიანის ბენებრივი მდგომარეობა არის ენერგიის სწორი ცირკულაციის და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნის საწინდარი. ადამიანმა უნდა განიწმინდოს “ამღვრეული “ სული, რათა გასხივოსნების მდგომარეობას მიაღწიოს. ამ გასხივოსნებულ სულს და გაწმენდილ ენერგიას ესაჭიროებათ ღირსეული ნავსაყუდელი. ამიტომაც ადამიანმა მუდმივად უნდა იზრუნოს საკუთარ სხეულზე, მოუფრთხილდეს მას და განავითაროს. სწორედ ამის შედეგად მიიღწევა თვითსრულყოფა, ჰარმონული მთელი - ფიზიკურის და სულიერის, რაციონალურის და იარციონალურის შერწყმა.