კარატე დო “ შიშველი ხელის გზა“
კარატე - დო გზა შინაგანი ჰარმონიისკენ
საბრძოლო ხელოვნებაში
ვარჯიში განუწყვეტლივი თვითსრულყოფის პროცესია. ეს არის სხეულის, სულისა და გონების
ერთ მთლიანობად შერწყმის გზა.
კარატე - დოს ფლობა, პირველი ყოვლისა საკუთარი თავის შეცნობას ნიშნავს.
ადამიანი, რომელიც კარატე - დოს ჩაწვდება, ყოველთვის საკუთარ თავში დაჯერებული და მშვიდია. ის თავადაც უშიშარია და არც სხვის დაშინებას ესწრაფვის, რამდენადაც სხვისი დაშინების გზით საკუთარი ძლიერების მტკიცებას ძირითადად მერყევი და თავის თავში დაეჭვებული ადამიანები ეშურებინ. ცოდნა და გამოცდილება ოსტატს თავდაჯერებულობას ანიჭებს. თვითრწმენა საშუალებას აძლევს გააცნობიეროს საკუთარი ღირსება. ეს კი, თავის მხრივ, შესძენს თავდაჭერილობის უნარს ნებისმიერ მოქმედებაში, ხელს შეუწყობს ადეკვატურ რეაგირებაში თვით ყველაზე კრიტიკულ სიტუაციის დროსაც კი.
ჭეშმარიტი კარატე - დოს მიმდევარი ღირსეული და ჰუმანურია. ეს თვისებები მას უფლებას არ აძლევს თავისი ცოდნა ანგარებითი მიზნებისთვის გამოიყენოს, სუსტი დაჩაგროს, უსამართლობას გვერდი აუაროს ან აუცილებელი თავდაცვის ზღვარს გადაამეტოს.
დროთა განმავლობაში მას ახლებური ხედვა ეხსნება, სხვაგვარად აღიქვამს ადამიანთა ქცევებს, გადააფასებს თავის როლს ცხოვრებაში. სწორედ ეს არის კარატე - დოს არსი.
იმისთვის, რომ სწორად შეაფასოს სინამდვილე, შეიცნოს სიკეთე და ბოროტება, კარატე - დოს მიმდევარი უნდა განთავისუფლდეს წინასწარ შექმნილი აზრებისაგან და გამოწრთოს თავისი სული. ის უნდა ფლობდეს თავმდაბლობას, თავდაჭერილობასა და სიქველეს,. თუკი სამართლიანობის დასაცავად ბრძოლა დასჭირდება, სიქველე ლომგულობად ექცევა, თავმდაბლობა კი შეუპოვრობად, სწორედ ასეთ შემთხვვაში შეძლებს იგი, „მარტოდმარტო შეებას ასობით მტერს“, არ შედრკეს ნებისმიერი საფრთხის წინაშე.
კარატე - დოს მიმდევარს ყოველთვის უნდა ახსოვდეს საბრძოლო ხელოვნების საყოველთაო პრინციპები: ღირსების გრძნობა, დიდსულოვნება, სიქველე, სიწრფელე, გარჯისმოყვარეობა, თავაზიანობა, სხვისი პატივისცემა, საკუთარი თავის ფლობა. ეს პრინციპები მან უნდა გაითავისოს არა მხოლოდ დარბაზში არამედ მთელ თავის ცხოვრებაში. კარატეს მიმდევარმა უნდა გამოწრთნოს თავისი ჭკუა - გონება, ხასიათი და ნებისყოფა ისე, რომ ნებისმიერ გარემოებაში არასდროს დაკარგოს საკუთარი თავის და სხვა ადამიანების პატივისცემა.
კარატე - დოს ფლობა, პირველყოვლისა, საკუთარი თავის შეცნობას ნიშნავს. აქ იგულისხმება ადამიანის ბუნებითი შესაძლებლობები, რაც “მეს“ - ს შიგნით არის განთავსებული და ჭეშმარიტი პიროვნების სახეა. თავისი თავის შეცნობით ადამიანი სხვა ადამიანების გაგებას ისწავლის. ამგვარი ცოდნით შეიარაღებული შეძლებს წინასწარ გამოიცნოს მეტოქის მოქმედებები და ზრახვები, რაც მას გამარჯვებასთან დააახლოვებს. უფრო მეტიც, ასეთი გაგების მქონე ადამიანი შეიძლება გამარჯვება მოიპოვოს ბრძოლაში ჩაუბმელადაც. საკუთარი თავის შეცნობით კარატე - დო მიმდევარი ისწავლის ახლობლების, მეგობრების დაფასებას და მეტოქეთა პატივისცემას. შეიძლება ითქვას, რომ კარატე - დო ათავისუფლებს ყველა სახის ენერგიას, რაც დაბადებიდანვე ბუნებრივად მოგროვილია თითოეულ ჩვენგანში.
ახალბედისათვის კარატე - დოში ვარჯიში შეიძლება იყოს სხეულის (“ტაი-ს“) ფიზიკური შესაძლებლობების ზრდის საშუალება. მოწაფეს შეუძლია გამოიყენოს სუნთქვითი ვარჯიშების ცოდნა, მოდუნებისა და აღდგენის, ენერგიის კონცენტრაციისა და სხეულის გაძლიერების მეთოდების უფრო სწრაფად, ფსიქოლოგიური თვითკონტროლის სისტემა (შინ - ი) ანუ საბრძოლო ხელოვნების ბალავარი, კარატე - დოს მიმდევარს კონდიციის ისეთ ფორმას სთავაზობს, რომლის დროსაც შემეცნება, ნებისყოფა და ფიზიკური ძალა იქნებიან ჰარმონიაში („აი“). ასეთი ადამიანისათვის კარატე - დო არის გზა შინაგანი ჰარმონიისაკენ. იმისთვის კი, ვინც ძიების ფინალს უახლოვდება, კარატე - დო გახდება სულიერი აღსავლის, შემეცნების დღესასწაული. მისთვის ჰარმონია - ეს არის კარატე - დო, ხოლო კარატე - დო მთელი მისი ცხოვრების სულიერი მხარეა.