..შოტოკანის ისტორია
შოტოკანი – იაპონური კარატეს უმსხვილესი სტილი XIX საუკუნის 30-იან წლებში გიჩინ ფუნაკოშის უახლოესი მოსწავლეებისა და მისი ვაჟების მიერ შეიქმნა. ამგვარად, ის შოტოკანი, რომელსაც დღეს ვიცნობთ, ისეთი ოსტატების ,,პირმშოა”, როგორებიც იყვნენ ფუნაკოში იოსიტაკა, ნაკაიამა მასატოსი, ეგამი სიგერუ, ხირონისი გენსინი, ობატა ისაო და ხიროსი ნოგუტი. შოტო ანუ `ფიჭვნარი და ტალღები~ არის ლიტერატურული ფსე¬ვდონიმი, რომელიც გ. ფუნაკოშიმ ჯერ კიდევ ბავშვობაში დაირქვა. ის ხშირად განმარტოვდებოდა პატარა კუნძულზე,
სადაც ფიჭვნარი იზ¬რდებოდა და ტალღების ხმაურში ფიქრობდა ადამიანებზე, სამყა¬როზე, აყალიბებდა საყოველთაო ჰუმანური კარატეს იდეას. 1935 წელს ოსტატის მიმდევრებმა დააფუძნეს კომი¬ტეტი და შექმნეს ფონდი. 1936 წელს კი დაასრულეს დოჯოს, საბ¬რძოლო ხე¬ლოვნების დარბაზის აშენება. ფუნაკოშის პა¬ტივსაცემად კი შესასვლელ კა¬რე¬ბთან სამი იეროგლიფით გაა¬კეთეს წარწერა `შო~, `ტო~ და `კან~ _ `შოტოს სახლი~. შოტოკანის ემბლემაში წითელი წრე, მზის სიმბოლური გამოსახულება, შეპყრობილია თე¬თრი ნახევარმთვარით და აღნიშნავს ერთიანი სამყაროს ორ საპირისპირო საწ¬ყისს, ინ-ს და იან-ს _ მზეს და მთვა¬რეს. სტილის ემბლემაზე შე-მთ¬ხვევით არაა გამოსახული ვეფხვი _ ტოტემური მფარველი. ცნობილია, რომ შაოლინის მონასტრის კედ¬ლებში XV საუკუნეში 5 ,,ცხოველური“ სტილით ვარჯიშობდენენ. ერთ-ერთი იყო ვეფხვის სტილი, _ მკვეთრი, ძლიერი მო¬ძრაო-ბებით და სწრაფი გადა¬ადგილებებით, რაც კუნთებსა და ძვლებს ავითარებდა და ამაგრებდა. ამ სტილს საფუძვლად უდევს სიური-ტეს ტექნიკა, რომ¬ლისთ¬ვისაც დამახასიათებელი იყო ახ¬ლო დისტანციაზე ბრძოლის დახ¬ვეწილი ილეთები და ქვედა არეში ფეხის დარტყმა, რაც ფუნაკოშიმ ოსტატებთან, აზატოსთან და იტოსუსთან შეი¬სწავლა. ფუნაკოში და მისი მოსწავლეები ამ სტილს ახალი ელემენტებით ავსებდნენ, მათ შემოიღეს მაგალითად, ფეხის ზედა ან შუა არეში დარტყმა, სპორტული ორთაბრძოლის კარგად და¬მუშავებული სისტემა. ამგვარად ხდებოდა შოტოკანის სტილის უნივერსალიზაცია. დღეს¬დღე¬ისობით ის აერთია¬ნებს ძვ¬ელო¬კი¬ნავურ და თანამედროვე კარატე-დოს სპორტულ ილე¬თებს. შოტოკანი კლასიკური ია¬პონური სტილებიდან ყველაზე აკადემიური სტილია. ის ფა¬ქ¬ტიუ¬რად კარატე-დოს ,,ანბანს“ წარმოადგენს და რამდენიმეაშკარა, დამახასიათებელი თავი¬სებურება გააჩნია. პირველ რიგში, ეს სტილი მოი¬თხოვს კარგ ფიზიკურ მომზადებას, ტექნიკის ზუსტ ცოდნას და უკიდურეს თავდადებას. შოტო¬კა¬ნის სტილში ტექნიკის შესრუ¬ლე¬ბის თვალსაზ¬რისით შა¬ოლინის წე¬სებთან სრ¬ული თან¬ხვე¬დ¬რაა. აქაც აუცილებელია ისეთივე სისწრაფე, ძალა, დაბალი დგომები, ძალების უკიდურესი კონცენტრაცია ნებისმიერ მოქმედებაში. ეს თვისებები ახასიათებდა იტოსუს და მაცუმურას კარატეს და აუცილებელი გახდა შოტოკანისთ¬ვი¬საც, რითაც შენარჩუნდა ძველ¬შაოლი¬ნური ცი¬უან-ფას ტრადიცია. მეორე დამახასიათებელი თავი¬სებურება ისაა, რომ ყოველ მოძ¬რაობაში აუცილებელია სწორი სუნთქვა, რაც კის (ენერგიის, სულის) ცირ¬კულაციის გააქტიურებას უწყობს ხელს; აგრეთვე მოქმედების თავისდროულად შესრულება, დარტყმითი მოძრაობის დასრულების კონტროლი, მაქსიმალური ძალის და სიჩქარის განვითარება დროის უმცირეს მონაკვეთში, განსაკუთრებით დარტ¬ყმის ან ბლოკის უკანასკნელ ფაზაში. მესამე ნიშან-თვისება არის სწა¬ვლების ფართო პროგრამა, ტყუილად არ უწოდებენ შოტოკანს კა¬რატე-დოს `ანბანს~: აუცილებელია 20-ზე მეტი კატას შესწავლა. ამაშიც ვლინდება ძველშაოლინური ტრადიციის გავლენა, სადაც კატა წვრთნის სა¬ფუ¬ძველს წარმოადგენდა. განსაკუთ¬რებუ¬ლი ყურადღება ეთმობა მკვრივი ბალანსის გა¬მომუ¬შავებას, საერთო წონასწორობას და საერთო მდგრადობას. დამახასიათებელია აგრეთვე ბრუნვითი `წკეპლისებრი~ მო¬ძრაობა თეძოს ჰორიზონტა¬ლურ სიბრ¬ტ¬ყეზე, დარტყმები პირდაპირ და უკანა მიმართუ¬ლებით. რაც უზარ¬მაზარ ბლოკსა და და¬რტყმის დამანგრეველ ძალაზე მეტყველებს. მკაცრი თვ¬ითდისციპლინა და დიდი რაო¬დენობით ფიზიკური და¬ტ¬ვირთვა აუცილებელია ხასიათის სიმტკიცის, შრომისმოყვარეობის და ჰუმანურობის განვითარებისათვის. დიდი ოსტატი მასატოსი ნაკაიამა აღნიშნავს, რომ ,,ძველი ოკინავური საბრძოლო ხე¬ლოვნების მიზა¬ნს ხელის ან ფეხის ერთი დარტყ¬მით მოწინააღმდეგის სრული დამარცხება წარმოადგენდა. მაგრამ ოსტატები ოდითგანვე უფრო დიდ მნიშვნე¬ლობას ამ ხელოვნების სუ¬ლიერ მხარეს და არა ილეთების ცა¬რიელი ტექნიკით შესრულებას ანიჭებდნენ. კარატისტის ვარჯიში გულისხმობს სხეულის და სულის მუშაობას და ამასთანავე მოწინაა¬ღმდეგის ჯეროვან პატი-ვისცე¬მას. ჩვენ¬თვის არაა საკმარისი მხოლოდ ძალისმიერი შებრძოლება, მთავარია აკეთო ეს სიმართ¬ლი¬ს¬თვის.“ შოტოკანისთვის დამახასიათებელია დაბალი, ფართო, მტკიცე დგო¬მები. გადასვლები დინამიური და მკვეთრია. დარტყმა მოდის თეძოდან, ძლიერი, ენერგიული დარტყ¬მები, ხელების ძალიან მდიდარი და რთული ტექნიკა. ბლოკები მაგარია, მოძ¬რაობა ეკონომიური. ძირითადი იარაღია ძლიერი რევერსული პირდაპირი დარტ¬ყმები ხელებით, დარტყმები შეტევისას, მკვეთრი დარტყმები ფეხებით კორპუსის შუა ნაწილში, დარტყმები საყრდენ ფეხ¬ზე ან ორივეზე. ამასთან ფუნაკოშიმ ჩამოაყალიბა კარატე-დოს მთავარი პრინციპი: `კარატე არ არის აგრესიის იარაღი~. ეს დევიზი შეიცავს პირდაპირ პრაქტიკულ განმარტებას: შეტევის მომენტში თავდამსხმელის ხელი ან ფეხი იქცევა თავდამცველის მიზნად და მისი დამარცხება შესაძლებელია ძლიერი ბლოკით ან კონტრდარტყმით. სწო¬რედ ამიტომ შოტოკანში კატა ბლოკითი მოძრაობით იწყება. როგორც აღვნიშნეთ, კატას _ ფორმალურ სავარჯიშოს, კუმიტესთან ერთად უმ¬ნიშვნელო¬ვანესი ადგილი უჭი¬რავს შოტოკან კარატე-დოს ვარჯიშთა სისტემაში. შოტოკანში გაერთიანებუ¬ლია შორინ-რიუს მსუბუქი და მოძ¬რავი კატები: ჰეიანი, ბასაი, კანკუ, ემპი, განკაკუ და აგრეთვე შორეი-რიუს მძიმე და ძალისმიერი კატები: ტეკი, ძიუტე, ჰანგეცუ, ჯიონ. გიჩინ ფუნაკოშის ბიოგრაფია გიჩინ ფუნაკოში 1868 წლის 24 აპრილს, იამაკავაში, სიურის ოლქში დაიბადა. მან თავისი მოღვაწეობა სკოლის მასწავლებლად დაიწყო. ღრმად განათლებული პიროვნება ლიტერატურის სფეროშიც მუშაობდა, მაგრამ ძირითად ყურადღებას კარატე-დოს უთმობდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ფუნაკოში სკოლაში აზატოს, წარ¬ჩინებული პიროვნების ვაჟს დაუმეგობრდა და მის ოჯახში შეიტყო, რომ მამამისი კარატე-დოს ცნობილი ოსტატი იყო. ამგვარად, მას ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ამას მხოლოდ ღამ-ღამობით ახერხებდა და თანაც საიდუმლოს შენახვის პირობით. საქმე ისაა, რომ ოკინავაზე საბრძოლო ხელოვნება მთელი რიგი ისტორიული მოვლენების გამო არალეგალურ ხასიათს ატა¬რებდა. თავდაპირველად ფუნაკოში დიდ ყუ¬რადღებას არ აქცევდა სისტემატიურ ვარჯიშს. მაგრამ ბავშვობიდანვე სუსტი ჯანმრთელობის მქონე, ამჩნევდა, რომ მისი მდგომარეობა თანდათან უმჯობესდებოდა და ამიტომ უფრო ინტენსიურად მოკიდა ხელი კარატე-დოს. წვრთნა ღამ-ღამობით აზატოს სახლის ეზოში თავად ოსტატის მეთვალ¬ყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა. მაგრამ ეს ვარჯიში მხოლოდ კატას მოი¬ცავდა და თვეების განმავლობაში ერთიდაიმავე მოძრაობების გამეორება ფუნაკოშისთვის მონოტონური, დამღლელი და შეურაცხმყოფელი ხდებოდა, თუმცა გამბედაობაც არ ჰყოფნიდა რაიმე ახლის ჩვენება ეთხოვა ოსტატისთვის. ყოველი მომდევნო კატის შემდეგ აზატო იმეორებდა: ,,კიდევ ერ¬თხელ…” გამთენიისას უკვე თეორიულ ნაწილზე გადადიოდნენ, აზატო ბევრს საუბრობდა კარატე-დოს შესახებ, ზოგჯერ ღამით მას ცნობილი კარატისტი – იტოსუ ესტუმრებოდა ხოლმე და ფუნაკოშიც გაფაციცებული უსმენდა ძველი ოსტატების საუბარს. ის თანდათან ხვდებოდა, რომ კარატე-დო უფრო მეტი იყო, ვიდრე ჯანმრთელობის შესანარჩუნე-ბელი და გასაუმჯობესებელი საშუალება. მოგვიანებით ფუნაკოშიმ სამედიცინო სასწავლებელში აბარებდა, მაგრამ სამურაებისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობის გამო გა¬მოცდებზე არ დაუშვეს. მაშინ ფუნაკოშიმ გადაწყვიტა, რომ არცთუ ურიგო კონფუციანური განათლების წყალობით, რაც მისი ბაბუის დამსახურება იყო, მასწავლებელი გამხდა¬რიყო და 1888 წელს შეუ¬დგა კიდეც მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ ფუნაკოშის უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, ის სწრაფად მიიწევდა წინ თავის ძირითად საქმიანობაში. მალე იგი ნახაში მიიწვიეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაწინაურებაც შესთავაზეს, რის გამოც მას კუნძული უნდა დაეტოვებინა. მომავალმა ოსტატმა უარი განაცხადა, რადგან ვარჯიშების შეწყვეტა არ სურდა. აზატომ და იტოსუმ ხელი შეუწყვეს ფუნაკოშის, ორთაბრძოლის ძირითადი სკოლა ოკინავას ყველა ცნობილ ოსტა¬ტთან გაევლო. 1885 წელს ოკინავა ოფიციალურად დაექვემდებარა იაპონიის იმპერიას და კარატე-დო თანდათან ლეგალურ ხასიათს იღებდა. 1901 წელს ოკინავაზე ჩამოვიდა სკო¬ლების ინსპექტორი სინტარო ოგავა. ფუნაკოშიმ საჩვენებელი გამოსვლები ჩაატარა და დიდი მოწონება დაიმსახურა. უფრო მეტიც, ინსპექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება კარატე-დოს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების საქმეში მისი დიდაქტიკურ-გამაჯანსაღებელი ხასიათის გამო. ამ პერიოდიდან მთავრობა დიდ ყუ¬რადღებას უთმობდა საშუალო სკო¬ლე¬ბში მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად ოკინავაზე მოზარდთა გარკვეულ ჯგუფში, რომლებიც კარატედოთი ბავშვობიდან იყვნენ დაკავებულნი, დაფიქსირდა მათი არაჩვეულებირივი პროპორციულობა, ძალა და ამტანობა. იმავდროულად სამხედრო ხელმძღვანე¬ლობამ აღიარა საბრძოლო ხელოვნების სარგებლობა პირადი შემადგენლობის მოსამზადებლად. კარატედოს საბოლოოდ გაეხსნა გზა. 1902 წელს ის ექსპე¬რიმენტის სახით სასკოლო პროგრამაშიც შეიტანეს. `1905-1906 წლებში, რუსეთ-იაპონიის ომის დამთავრებისთანავე” – წერს თა¬ვის მემუარებში ფუნაკოში _ ,,რამდენიმე მეგობართან ერთად აქტიური მონაწილეობა მივიღე ოკინავაზე პირველ საჯარო საჩვენებელ გამოსვლებში.” ამგვარი გამოსვლები რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 1912 წლიდან საინიციატივო ჯგუფი ფუნაკოშის, მაბუნის, კიამიუს, გუსუკუმას, ოგუსუკუს, ტოკუმურას, ისიკავას და იახიკუს შემადგენლობით იწყებს კარატედოს სისტემატიურ დემონსტრირებას ოკინავას უმსხვილეს ქალაქებში – სიურისა და ნახაში. იმ დროისათვის იაპონიაში უკვე საკმაოდ ცნობილი იყო კარატე-დოს საოცრებანი, 1916 წელს კი გიჩინ ფუნაკოში მიიწვიეს ტოკიოში, სადაც მის გამოსვლებს დიდი წარმატება ხვდა წილად. 1921 წლის 6 მარტს კრონპრინცმა, ხიროხიტოს მომავალმა იმპერატორმა, ევროპაში მოგზაურობის დასრულებისთანავე, ოკინავური კარატეს მიღწევების ხილვა მოისურვა. მისთვის მოეწყო კატას, ტამეშივარის და კუმიტეს ჩვენება სიურის ციხე-სიმაგრეში. საბრ¬ძოლო მიდრეკილებების მქონე პრინცი გააოცა ოსტატის უძლეველო-ბამ. ვერავინ შესძლო ფუნაკოშის ადგილიდან დაძვრა, ტამიშივარის (საგნების დამტვრევის) დროს კი მისი დარტყმის ძალა გამაოგ¬ნებელი იყო. ძლიერი და¬რტყმები ფეხებით ქვედა არეში და გდე¬ბითი ტექნიკა მოწინააღმდეგეს არავითარ შა¬ნსს არ უტოვებდნენ. ამან საბოლოოდ გადაწყვიტა კარატე-დოს ბე¬დი. 1922 წლის გაზაფხულზე განათლების სამინისტრომ ტოკიოში მოაწყო პირველი სპორტული გამო¬ფენა, რომლისთვისაც ორგანიზატორთა თხოვ¬ნით ფუნაკოშიმ დაწერა და თან ჩამოიტანა კარატე-დოს სახელ¬მძღვანელოს 3 ტომი. ტოკიოს მიწისძვრის დრ¬ოს ეს წი-გნები განადგურდა. და¬კარ¬გული ხელნა¬წე¬რის ნაცვლად, რო¬მელსაც ,,რიუკიუ კემპო-კარატე” ეწოდებოდა, მალევე შეიქმნა ახალი წიგნი ,,სხეულისა და სულის გამოწრთობა, ასევე თავდაცვა კარატეს საშუალე¬ბით.” ხიროხოტოს ახალი იმპერატორი გაეცნო ფუნაკოშის ნამუშევარს და მაღალი შეფასება მისცა მას. ძიუდოს ფუძემდებლის კანო ძიგოროსა და კენდოს ცნობილი ოსტატის ნაკაიმა ხაკუდოს თხოვნით ფუნაკოში რამდენიმე მოს-წავლესთან ერთად ტოკიოში დარჩა. ის ხე¬ლმძღვა¬ნე¬ლო¬ბდა პატარა სექციას მეისეი-ძიგუს ტაძარში და იმავდროულად პროპაგანდას უწევდა კარატედოს დედა¬ქალაქის უნივერსი¬ტეტებში. კარატე-დოს პირველი კლუბი გაიხსნა კეიოს უნივერსიტეტში 1924 წელს. ბოლოსდაბოლოს კარატე-დო დღის სინათლეზე გამოვიდა. ფუნაკოშის ნაშრომების ილუსტრატორი იყო იაპონელი მხატვარი ხოან კოსუგი. კარატე-დოს ის პირველად ოკინავაზე დასვენებისას გაეცნო და ძალიან დაინტერესდა, მაგრამ ტოკიოში ვარჯიშის საშუალება არ ჰქონდა. ერთ-ხელაც, კოსუგი მრავალი ადამიანის თხოვნით, შეხვდა ფუნაკოშის და კარატე-დოში ლექციების ციკლის წაკითხვა სთხოვა. 54 წლის ოსტატი ჯერ თავის მასწავლებლებს – აზატოსა და იტოსუს შეუთანხმდა. ოსტატებმა მოიწონეს ფუნაკოშის პედაგოგიური მისწრაფება, მაგრამ იმავდროულად გააფრთხილეს, რომ კარატედ-ოს სწავლება ძალიან რთული საქმე იყო. ფუნაკოშის ლექციები წარმატებული აღმოჩნდა და პუბლიკაში უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა, მათ შორის იყო ხოან კოსუგიც, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა ოსტატთან. 1936 წელს ფუნაკოშიმ გახსნა საკუთარი სკოლა, ცენტრი, რომელმაც შოტოკანის სახელწოდება მიიღო და თა-ნამედრო¬ვე კარატე-დოს განვითარებაში ახალი ეტაპი წამოიწყო. ამ დროისათვის ოსტატი კი უკვე 70 წლის იყო. თუმცა აქტიურად განაგრძობდა მოღვა¬წეობას, დაუღალავად დადიოდა შეჯიბრებებზე, მეთვალყურეობდა სხვადასხვა სექციებს. თავისუფალ დრ¬ოს მონაწილეობას იღებდა კუ¬ლ¬ტუ¬რულ ცხოვრებაში, გან¬საკუ¬თ¬რებით უყვარდა პოეტური შეხ¬ვედრები, რადგან თავად პოეზიის ღრმა მცოდნე და შემფასებელი იყო. ერთხელ გიჩინ ფუნაკოში ვარჯიშზე თეთრ ქამრიანი კიმონოთი მივიდა. მოწაფეები მაშინვე გასახდელში გაცვივდნენ და რამდენიმე წუთში ტა¬ტამზე ისეთივე ქამრებით გა¬მოცხადდნენ, მასწავლებლის შექების იმედით. მაგრამ ამა¬ოდ, ფუნაკოშიმ ისინი დარბაზიდან გაყარა, რადგან მათ ოსტატს ვერ გაუგეს. ვერ მი¬ხვდნენ, რომ უდიდესმა მასწავლებელმა, მოს¬წავლის თეთრი ქამა¬რი თავმდაბლობის გამო კი არ გაიკეთა, არამედ იმის ნიშნად, რომ უსასრულო სპირალის ახალ ხვეულაზე, ზეცისა¬კენ მიმავალი კიბის ახალ საფეხურზე ავიდა. რამეთუ საკუთარი თავის და გარემოს შეცნობის გზა უსასრულოა და არც სრულყოფილების საზღვრები არსებობს. ერთხელაც, უკვე 80 წლისამ ქუჩაში დამნაშავე განაიარაღა და სიკვდილამდე იტანჯებოდა იმის გამო, რომ აგრესიულად მოიქცა და დაარღვია ის პრინციპები, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე წმინდად იცავდა. ფუნაკოში 1957 წლის 14 ნოემბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1968 წელს ენკაკუ-ძის ტაძარში აღიმართა ქვის ბიუსტი, რომელზეც ოსტატის სახელისა და გვარის გარდა შემდეგი სიტყვები იყო ამოტვიფრული: ,,კარატე-დო არასოდეს ყოფილა თავდასხმის საშუალება”. ფუნაკოშის სიკვდილით საბრძოლო ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელო¬ვანესი ეტაპი დასრულდა.