თანამედროვე კარატეს ოსტატები გვირჩევენ, შევისწავლოთ თითოეული კატა იმ დონემდე, სანამ „სხეული არ ჩაწვდება ყოველივეს“. უძველეს ოსტატებს კი უთქვამთ: „ ადამიანი ასრულებს კატას, ხოლო კატა აყალიბებს ადამიანს“.
კატა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში და კერძოდ კარატეში, ერთ-ერთი უმთავრესი ფენომენია. იაპონურიდან თარგმანში „კატა“- ფორმას ნიშნავს. იგი წარმოადგენს ფორმალური სავარჯიშოების კომპლექს, რომელიც სრულდება წარმოსახვითი ბრძოლების სახით ერთ ან რამდენიმე მოწინააღმეგესთან. წაროსახვითი მოწინააღმდეგის დამარცხებაბა კი თავისთავად საკუთარ თავზე გამარჯვებას ნიშნავს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მებრძოლისთვის. კატა ახდენს ადამიანსი სხეულისა და სულის ფორმირებას, არეგულირებს ფსიქიკურ მოქმედებებს, ხსნის სტრესს, აძლიერებს კუნთოვან სისტემას, ავსებს ორგანიზმს ახალი ენერგიის მარაგით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველი კატა იწყება დაცვითი მოძრაობებით (ბლოკირებით), ამით დასტურდება კარატეს მშვიდობისმყოფელი ბუნება, რომელიც დაფუძნებულია საკუთარი თავის ფლობასა და კონტროლზე და არა აგრესიულობასა და ძალადობაზე.
კატაში ერთმანეთს ცვლიან სხვადასხვა სახის დგომები, დაძაბვა და მოდუნება, სირბილე და სიუხეშე, სისწრაფე და შენელება. მისი მართებული შესრულებისათვის საჭიროა გამოკვეთილი რიტმი, დისტანციისა და დროის შეგრძნება, სწორი სუნთქვა და ენერგიის სწორად განაწილების უნარი. კატაში აუცლებელი პირობაა, დასრულდეს იგი იმ ადგილზე, საიდანაც იწყება. ყოველი ილეთი კანონთა მკაცრი დაცვით, სრული კონცენტრაციითა და საჭირო მომენტში შეძახილით სრულდება.
კატა აქტიური მედიტაციისა და თვითსრულყოფის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. თავდაპირველად მოწაფე ფორმის შესწავლას და დახვეწას იწყებს. დაცვითი და თავდასხმითი მოქმედებების ზუსტ გაგებასა და დამუშავებას (როგორც ინდივიდუალურად, ასევე პარტნიორთან ერთად) დიდი ხნის ვარჯიში ჭირდება.
ჩინური კალიგრაფიის ოსტატი თეთრ ფურცელზე შავი ტუშით აფიქსირებს თავისი ნამუშევრის სინატიფეს, ხოლო კარატეს ოსტატი დახვეწილი ტექნიკის საშუალებით გვიჩვენებს საკუთარ ხელოვნებას.
კარატეს ოსტატთა მტკიცებით, კატას სრული შეცნობისათვის საჭიროა მის სწავლებას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. როგორც ისინი ამბობენ, „კატა თავიდან ჩურჩულებს, შემდეგ ხმადაბლა ლაპარაკობს და მხოლოდ დასასრულს გვაცნობებს მისი იდუმალი სამყაროს შესახებ“.
ტექნიკურად კატა, კარატეს ცალკეული სტილების ხასიათს გამოხატავენ. არსებობს სწრაფი, ელვისებური და ნელი კატები. მათი წარმოშობა ოკინავა-ტეს უძველეს სკოლებს შორის შორინ-რიუსა და შორეი-რიუს უკვაშირდება. ზოგიერთი მათგანი მე 17 საუკუნის ჩინური კუნგ-ფუდან მომდინარეობს, რომელსაც ტაოს უწოდებენ. მოგვიანებით კი ისინი ვაჭრებისა და მეომრების მიერ იქნა შეტანილი ოკინავაზე.
საუკუნეების განმავლობაში კატებმა გაიარა დიდი ცვლილებები, პირვანდელი სახით ისინი თითქმის აღარ არსებობენ. ბევრი მათგანი ძველი ოსტატების მიერ იქნა მოდიფიცირებული, ზოგი თავიდან გამოიგონეს. მაგრამ სტილის განურჩევლად. ყველა დროის ოსტატი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ანიჭებენ კატას როლს კარატეში, რადგან მასში ჩადებულია საბრძოლო ხელოვნების ძირითადი პრინციპები. კატა - ეს გარკვეულწილად საბრძოლო ხელოვნების ისტორიაა, რომელიც უნდა ისწავლო, რომ ჩასწვდე მის არსს.
მრავალი წლის განმავლობაში კატას გულდასმით შესწავლა ფიზიკურიდან სულიერ ასფექტში გადადის და იგი ადამიანს საკუთარი თავის სეცნობაში ეხმარება.

|
|