ტერმინ “კენდოს“ პარალელურად იაპონელები ფარიკაობის აღსანიშნავად იყენებდნენ სიტყვას “კენ-ძიუცუ“ - მახვილის ხელოვნება, მახვილის ტექნიკა, რაც ფარიკაობის სწორედ ტექნიკურ მხარეზე ამახვილებდა ყურადღებას.
საბრძოლო ხელოვნებათა ცნობილი ოსტატები შუასაუკუნეებში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ “მახვილის ფლობას“, რადგან ბუ-ძიუცუს არც ერთი სფერო იაპონიაში კენ-ძიუცუს გარეშე ვერ იარსებებდა. ქვეყანაში, სადაც მახვილი “ძლიერებისა და სიმამაცის - სამურაის სულის სიმბოლოს“ წარმოადგენდა, კემპოს ყველა სახეობა ფარიკაობის ხაზით და მისი კანონების ზეგავლენით ვითარდებოდა. ნებისმიერ სკოლაში, რომელიც სხვადასხვა იარაღის გამოყენების ტექნიკის ასწავლიდა, რეალური მოწინააღმდეგის სახით ყოველთვის მახვილით შეიარაღებული მებრძოლი გამოდიოდა: ფარიკაობის საფუძვლების ცოდნის გარეშე კი გამარჯვება წარმოუდგენელი იყო. ამიტომაცაა, რომ ძიუ-ძიუცუს ბევრ სკოლას შორის, რომლებიც უიარაღო ბრძოლას გულისხმობენ, კემპო არასოდეს გვხვდება როგორც “წმინდა“ უიარაღო მუშტიკრივის სახეობა. ძიუ-ძიუცუს ძირითადად სამურაების ფენაში გავრცელდა და თავიდანვე კომბინირებული ბრძოლის ხასიათს ატარებდა - სხვადასხვა სახის იარაღის გამოყენებით და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში - უიარაღოდ.
დაახლოებით X-XI საუკუნეებში შექმნილი მახვილის ხელოვნება არსებითადად განსხვავდებოდა ევროპული და თუნდაც ჩიური საფარიკაო სკოლებისგან. კენ-ძიუცუში ნაკლებადაა წმინდა “საფარიკაო“ ელემენტები. როგორც წესი, მებრძოლი, რომელიც აწეული მახვილით საწყის პოზიციას იკავებდა, ელოდა, როდის უღალატებდა მოწინააღმდეგეს ნერვები და “გაიხსნებოდა“. ამას მოყვებოდა გადამწყვეტი დარტყმა (ან დარტყმათა სერია), რაც შეიძლება სიკვდილით დასრულებულიყო.
-ეს სქემა როგორც წესი უცვლელი რჩებოდა კენ-ძიუცუს ყველა 1700 სკოლისათვის, მოგვიანებით კი კენდოსთვის. მახვილი, როგორც წესი ორი ხელით ეკავათ, თუმცა მისი წონა ცალი ხელით მანიპულირების საშუალებასაც იძლეოდა. ბევრი სკოლა ფარიკაობაში ერთდროულად ორ მახვილს - დიდსა და პატარას იყენებდა (რიოტო-ძუკაი). ძირითადად ამას სამურაები ასრულებდნენ, რომლებიც კენდოს ყველა ნიუანსით ფლობდნენ. ასეთი ოსტატების რიცხვს მიამოტო მუსაშიც მიეკუთვნებოდა. ამ სკოლის (ნიტორიუს) წარმომადგენლებს დიდი მახვილი ჩვეულებრივ მარჯვენა ხელში ეჭირათ, რომლითაც მოწინააღმდეგეზე დარტყმას ახორციელებდნენ, პატარა მახვილი კი ძირითადად შეტევის მოსაგერიებლად გამოიყენებოდა.
კენდოში მახვილი გამოიყენებოდა როგორც პიროვნების ჩამოყალიბების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონცენტრაციის უმთავრესი საშუალება, რომელიც, იაპონელთა აზრით, ადამიანის და ბუნების ჰარმონიულ თანაარსებობას უწყობდა ხელს.
კენდოს შესწავლას იაპონელები ადრეეული ასაკიდანვე იწყებდნენ. ვარჯიშები დახურულ შენობაში ან ნებისმიერ ამინდში ღია ცის ქვეშ ტარდებოდა, რაც მოზარდს ფიზიკურად აკაჟებდა.
სამურაის შვილები სწავლას ჯერ ხის მახვილით იწყებდნენ და თანდათან გადადიოდნენ ნამდვილი მახვილებით ფარიკაობაზე. კენდოში ვარჯიშებს სამურაი ომში ნამდვილ მოწინაარმდეგესთან ბრძოლისთვის უნდა მოემზადებინა, სადაც მოფარიკავის ხელოვნება მახვილის მოქნევის რაოდენობაში ვლინდებოდა. ეს საომარ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, სადაც სამურაის მაქსიმალურად უნდა დაეზოგა ძალები, რომ რაც შეიძლება მეტ მოწინაარმდეგეს შებრძოლებოდა. გამოცდილი მეომარი მტერს მხოლოდ ერთი (სასკიკვდილი) დარტყმით უნდა გასწორებოდა. იდეალურად ითვლებოდა დარტყმა “კასაგაგე“ ან “კესა-გირი“, რომლითაც სხეული მხრიდან წელამდე შუაზე აპობოდა. თავად ტერმინი “კესაგირი“ სიტყვიდან “კესა“ წაემოიშვა, რაც ბუდისტი ბერის სამოსს წარმოადგენდა. ამ შესამოსელს ისე ატარებდნენ, რომ მხარი და მკლავი ღია რჩებოდა.
ბრძოლის წინ მთელი რიგი მოსამზადებელი სავარჯიშოები ტარდებოდა. სამურაები განსაკუთრებულ მნიშვნელობას თვითმობილიზაციასა დასწორ სუნთქვას ანიჭებდნენ. ამისათვის კი უმთავრესი მეთოდი მედიტაცია იყო. მებრძოლი იატაკზე ჯდებოდა, ღრმად, ნელა და რიტმულად სუნთქავდა და ცდილობდა ყოველგვარი ხელისშემშლელი აზრი თავიდან მოეცილებინა.
ასეთი მომზადების შემდეგ ფილტვები ფართოვდებოდა, სისხლის წნევა ტვინში კლებულობდა, მშვიდდებოდა ნერვული სისტემა, რაც ბრძოლის უემოციოდ, გააზრებულად და სწრაფად წარმართვის საშუალებას იძლეოდა. მართალია, მოფარიკავის აზრები ბრძოლისაკენ უნდა ყოფილიყო მიმართული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა გამარჯვებაზე ფიქრი. ეს იწვევს მღელვარებას, კონცენტრაციის მოდუნებას, სუნთქვის არევას და შემდეგ დამარცხებას. არსებობდა სუნტქვის სხვა სახეობა, რომელიც უშუალოდ ორთაბრძოლის დროს გამოიყენებოდა. ფარიკაობისას ინტენსიური მოძრაობისათვის საწირო იყო ორგანიზმის დიდი რაოდენობის ჟანგბადით მომარაგება. ასეთ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა შეძახილს. მოფარიკავე ჰაერით ივსებდა ფილტვებს და მოწინააღმდეგეს ხმამაღალი ყვირილით უტევდა, რაც მას სულიერად გატეხვას იწვევდა. დარტყმის მიყენების მომენტში სუნთქვა უნდა შეჩერებულიყო კუნთების სწრაფად და ძლიერად დაჭიმვისათვის. დარტყმის შემდეგ მოფარიკავე ამოისუნთქებდა, თუმცა მთელ ჰაერს არ უშვებდა, რადგან ფილტვები არც ერთი წამით მთლიანად არ უნდა დაცლილიყო და ამით კუნთები არ მოდუნდებოდა.კენ - ძიუცუს სკოლები ერთმანეთისაგან ასეულობით დგომით (კამაე) და ათასობით ილეთით განსხვავდებოდა, მაგრამ თითოეულ რიუში დარტყმები და ბლოკები არც ისე ბევრი იყო. ითვლებოდა, რომ ესეც სრულიად საკმარისი იყო ნებისმიერ შეტევაში გამარჯვებისთვის. ზოგიერთი სკოლა მახვილის ვერტიკალურ მდგომარეობას დამჩეხავ დარტყმებს ანიჭებდა უპირატესობას, სხვები - ჰორიზონტალურ მდგომარეობას და მჩხვლეტავ დარტყმებს.
კენ-ძიუცუს განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი იიძასა იენომ შეიტანა, რომელმაც XV საუკუნეში ტენსისი სიოდენ კოტორი სინტო-რიუ სკოლა დააარსა. ლეგენდითაა მოსილი მიამოტო მუსაშის სახელი, რომელსაც სამოცი უძლიერესო ბრძოლა ქონდა მოგებული. მუსაშიემ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბოკენის - მაგარი ხის ჯიშისაგან გაკეთებული მახვილის გამოყენება.
ტოკუგავას ეპოქაში, როცა სისხლიან ფეოდალურ დაპირისპირებებს ბოლო მოეღო, კენ - ძიუცუმ ღრმა სულიერი დატვირთვა მიიღო და ძენ-ბუდიზმის ერთ-ერთ ასფექტად იქცა. მიმოტო მუსაშის შემდეგ უდიდესი ოსტატი ოდიგარი სეკიეი ცდილობდა კენ-ძიუცუს აგრესიული მიმართულებები სულიერი სრულყოფისა და ღრმა მედიტაციის ხაზით წარემართა. XVIII საუკუნის დასაწყისში აბე-ტატე-რიუმ პირველმა გამოიყენა ტერმინი კენდო, როგორც “უმაღლესი გზის, მორალური აღზევებისა და შინაგანი თავისუფლების მისაღწევი საშუალება“.
საუკუნეების მანძილზე კენ-ძიუცუს სწავლა თანდათან უახლოვდებოდა რეალურ პირობებს, ანუ ბრძოლა ფოლადის მახვილებით და ხშირად დამცავი აღჭურვილობის გარეშე მიმდინარეობდა. მხოლოდ XVII საუკუნეში ტორანისი კანსისმა და ონო ტადაკემ მისცეს თავის მოსწავლეებს შლემის დახურვის, აგრეთვე მკერდისა და წინამხრების დამცავი ფირფიტების გაკეთების უფლება. ტადაკემ გამოიგონა ბამბუკის მსუბუქი მახვილი, მისმა მემკვიდრემ, ნაკანისი ტიუტამ კი 1750 წელს მასწავლებლის გამონაგონი სრულყო და იგი “სინაიდ“ - კიდევ უფრო მსუბუქ და მოხერხებულ მახვილად აქცია.
მეიძის რევოლუციის შემდეგ, როცა სამურაებს მახვილის ტარების უფლება ჩამოერთვათ, კენ-ძიუცუ დროებით მიიკარგა, მაგრამ მალე აღორძინდა “კენდოს“ სახელით და საშუალო სკოლებში სავალდებულო საგნად იქცა. კენდოს სრულიად იაპონიის ფედერაცია 1928 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მოღვაწეობს, ომის წლებისა და ამერიკის ოკუპაციური ძალების აკრძალვების მიუხედავად. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ სამურაების თემაზე ყველაფერი იკრძალებოდა - ლიტერატურა, ფილმები, სპექტაკლები და ა.შ.
ეს ყველაფერი მხოლოდ 1952 წელს აღორძინდა, თუმცა ამ დროიდან სპორტული ვარიანტით განაგრძო განვითარება და მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.
კენდოს ტექნიკა მოიცავს დგომებს (კამაე), ხელებისა და ფეხების სინქრონულ მოძრაობას (სუბური), შეტევას (კაკარი), თავდაცვას (უკე), უკან დახევას და სხვა ელემენტებს. სწავლის პროცესში მებრძოლ ესპარინგება ან თანაბარი ძალის მოწინააღმდეგეს (გოკაკუ-კეიკოს) ან უძლიერეს (ხიკიტატე-ხეიკოს). მეტი ადგილი ეთმობა ფორმალურ ვარკიშებს (კატას) და ტესტს ნამდვილი მახვილით დარტმის ეფექტურობაზე (ტამეში - გირი).
შეტევისას იერიში ერთდროულად მოწინააღმდეგის მახვილძე და მის ფსიქიკაზე მიაქვთ. ბასრი პირი კი ენერგია კის კონცენტრირების წერტილად ითვლება. ორთაბრძოლა მეტოქეებს ძირითადად იქითკენ მიყავთ, რომ მახვილი პარტნიორის სასიცოცხლო წერტილებზე დააფიქსირონ. ყურადღების გასაფანტი პასები და დარტყმები იმას ემსახურება, რომ მოწინააღმდეგეს ეს უპირატესობა წაართვას და შესაბამის მომენტში მტკივნეული წერტილები დაუზიანოს. შემდგომ აუცილებელია მეტოქის “საყვარელი“ ილეთებისა და მისი მოქმედებების ძირითადი ხასიათის გამოვლენა. წინათ დიდ ოსტატებს საწყისი დგომით შეეძლო ზუსტად განესაზღვრათ მოწინააღმდეგის მოქმედება შეტევისას, რასაც თავის სასარგებლოდ იყენებენ. საბოლოოდ, წარმატების წინაპირობას მოწინააღმდეგის სულიერი წონასწორობისა და თავდაჯერებულობისას დარღვევა წარმოადგენდა. ეს შესაძლებელი იყო მზერითაც და მძლავრი საბრძოლო შეძხილითაც (კი-აი). და პირიქით, წარმატების გარანტია იყო აგრეთვე სიმშვიდის და ცივი გონების შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში, ასევე შინაგანი თავისუფლების, სრული “სიცარიელის“ მდგომარეობა (მუ-სინ). მუ-სინის მიღწევა მებრძოლისთვის გამარჯვების საწინდარს წარმოადგენდა და რამდენიმე მოწინაღმდეგესთან შეტაკებისას ისინი ერთგვარი ბიორადარის მხედველობის ზონაში ხვდებოდნენ, რომელიც საფრთხის სულ მცირე სიგნალსაც აღიქვამდა.
კენ - ძიუცუს ფორმები განსხვავებული იყო. პირველ რიგში ეს ეხება ფარიკაობის სკოლას სამურაების მახვილის - აი-ძიუცუს (“გონებისა და ნებისყოფის მობილიზაცია“). ეს თავისებური და მხოლოდ იაპონიისთვის დამახასიათებელი ორთაბრძოლის სახეობა შუასაუკუნეებში წარმოიშვა, იმ პერიოდში, როცა ქვეყნის გასაერთიანებლად მძიმე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა. ეს მიმართულება წამიერი კონცენტრაციის აუნარის გამომუშავებას ემსახურება პასიური, მოდუნებული (მჯდომარე) პოზიციიდან მიზანსწრაფულ შეტევაზე გადასვლის შემთხვევაში.
ლეგენდის მიხედვით აი-ძიუცუს შექმნა XVII საუკუნეში ხოძიო ძინსუკეს, სინ მუსო ხაისიკაძე-რიუს სკოლის დამფუძნებელს უკავშირდება. ხოძიო მამამისის მკვლელზე შურისძიებისთვის ემზადებოდა და დიდხანს ფიქრობდა როგორ მოეხელთებინა იგი, ისე რომ მუხანათურად და მალულად არ დასხმოდა თავს. ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ აუცილებელი იყო ესწავლა თვალის დახამხამებაში მახვილის ამოღება და მტერის განგმირვა, რომელიც ამისათვის თითქოსდა არც ისე მოსახერხებელ მდგომარეობაში იქნებოდა. ხიოძემ ჩანფიქრი აისრულა და შური იძია, საბრძოლო ხელოვნებათა საგანძური კი კიდევ ერთი გამონაგონით გამდიდრდა.
დროთა განმავლობაში აი-ძიუცუს ოთხასამდე სკოლის თავისი მოდიფიკაციები შეჰქონდა ამ მიმართულების თეორიასა და პრაქტიკაში. მაგრამ იმავდროულად ყველა მათგანს საერთო მოთხოვნები აერთიანებდა - სისწრაფე, მოულოდნელობა, მოქმედების სიზუსტე. მუხლებზე მჯდომარე მებრძოლმა ელვისუსწრაფესად, თითქმის თვალით შეუმჩნეველი მოძრაობით უნდა იშიშვლოს მახვილი და შეუტიოს მოწინააღმდეგეს. ამასთან, მას შეუძლია ერთი მუხლით წამოდგეს ან მკვეთრად წამოხტეს და ნახტომში შეასრულოს დარტყმა. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად უნდა მოხდეს, რომ მოწინააღმდეგემ გონზე მოსვლა და გვერდზე გახტომა ვერ მოასწროს.
ედოს პერიოდში აი თანდათან ატრაქციონად (აინუკი) იქცა, რომელიც დღესასწაულებზე ან ბაზრობებზე ტარდებოდა. როგორც წესი იგი გზაჯვარედინზე სრულდებოდა, სადაც შეჯიბრებში მონაწილეები ხეფენილზე ისხდნენ. ატრაქციონის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ელვისებური დარტყმის შემდეგ ისეთივე სისწრაფით უნდა ჩაეგოთ მახვილი ქარქაშში აინუკასთან როგორც წესი, კარგ მოფარიკავეებს იწვევდნენ, რადგან ფარიკაოაბა მჯდომარე პოზიციიდან ოსტატობის მაღალ დონეს მოითხოვდა.
ომების შეწყვეტის და ცეცხლსასროლი იარაღის შემოღების შემდეგ კენდომ პრაქტიკული მნიშვნელობა დაკარგა. თუმცა 1876 წელს (სამურაის მახვილის ტარების აკრძალვის წელი) ორი მახვილი მაინც რჩებოდა სამურაის განმასხვავებელ ნიშნად და პრივილეგიად. ბუსი თავის იარაღს იყენებდა თავდაცვის და თავდასხმის შემთხვევაში, რითაც ფარიკაობის ხელოვნება არსებობას განაგრძობდა. მაგრამ ვარჯიშებზე კენდომ უფრო სპორტული ხასიათი მიიღო. ეს დამცავი აღჭურვილობის შემოღებამ განაპირობა, რომელიც კენდოს ნაკლებად საშიშს ხდიდა. სახის დასაცავად გამოიყენებოდა ლითონის ან ბამბუკისაგან დამზადებული ნიღაბი (კანა-მენ ან უბრალოდ მენ), კისრისა და მკერდის დასაავად - ლითონის ჯავშანი (კანა-დო, ან დო), ხელებზე სპეციალურ ხელთათმანებს (კოტეს) იკეთებენ. ამგვარი აღჭურვილობა კენდოისტებთან დღემდე გამოიყენება.
შესაბამისად შემოიღეს განსაკუთრებული წესები, რომლის მიხედვითაც დარტყმა მხოლოდ სხეულის დაცულ ადგილებში იყო შესაძლებელი. სიახლეები შეეხო აგრეთვე თავად მახვილს. ის ხის (ბოკუტო) ან ბამბუკის (სინაი, ტაკემიცუ) მსუბუქი მახვილით შეიცვალა. საბრძოლო მახვილებით ფარიკაობა (სინკენ-სიობუ) მხოლოდ უმაღლესი კლასის ოსტატებს შეეძლოთ.
დღესდრეისობით კენდო იაპონიაში სპორტის ეროვნულ სახეობად ითვლება, რომლითაც მამაკაცებთან ერთად ქალებიც არიან დაკავებული. კენდოს ყველაზე ცნობილი სკოლა დღეს სინტორიუა. რაც შეეხება რიტუალსა და ფარიკაობის წესებს, მათ თითქმის უცვლელი სახით მოაღწიეს ჩვენამდე.

|
|