ხუნძი ციუანი
ხუნძი-ციუანი (“ხუნგარი“)- “ხუნეუბის ოჯახის მუშტი“ - ჩრდილოეთ ჩინეთის გუანდუნის პროვინციის უშუს ხუთი “უდიდესი სტილის“ ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელია, რომელიც დღეისათვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს სტილი მაღალეფექტურობით გამოირჩევა, მასში თავმოყრილია სხვა სტილების საუკეთესო თვისებები - სიმძლავრე, ძალა, სისწრაფე, სიმამაცე, და ა.შ. ხუნძი ციუანი მჭიდრო კავშირში იყო ჩრდილოეთ ჩინეთის პატრიოტ საზოგადოებასთან, რომელიც XVIII – XIX საუკუნეებში მანჯურიული დამპყრობლების წინააღმდეგ იბრძოდა.
ხუნძი - ციუანის წარმოშობასთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდა და ვერსია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, სტილს სათავეში ვეფხვის სტილის ოსტატი, ჩრდილოეთ შაულისნის ოსტატი ბერი ჩჟა შანი ედგა. მანჯურიული დამპყრობლების მიერ ეკლესიის გადაწვის შემდეგ ჩჟი შანს უცხო მხარეში მოუწია გადახვეწა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ გუანდის პროვინციაში მან მარილით მოვაჭრე ხუნ იგუანი და მისი ახლობელი ფან შიუ გაიცნო. ლეგენდის მიხედვით, ხუანძი - ციუანი სწორედ ხუნ იგუანი ითვლება.
ჩჟი შანთან სწავლების შემდგომ ხუნ იგუანმა გაიცნო ქალი, სახელად ფან იუნჩინი, რომელიც მალე ცოლად შეირთო. ფან იუნჩუნს შემუშავებული ქონდა წეროს მოძრაობაზე აგებული საკუთარი სტილი. იუნჩუნუს მამა ერთ-ერთ ძლიერ ოსტატთან ბრძოლას ემსხვერპლა (მისი სახელი დღეისათვის უცნობია). ფან იუნჩუნი უშუს საბრძოლო ხელოვნებას კარგად ფლობდა, მაგრამ აცნობიერებდა, რომ მკვლელის დაჯაბნას ვერ მოახერხებდა, ამიტომ შურისძიებისთვის თხოვნით ხუნ იგუანს მიმართა. სანაცვლოდ წეროს სტილის საიდუმლოების განდობას შეჰპირდა. ხუნ იგუანი სამი წლის განმავლობაში ამუშავებდა წეროს ტექნიკურ მოძრაობებს და მას ვეფხვის სტილთან აერთიანებდა. ამ ორი სტილის სინთეზის შედეგად ხუნ იგუანი ძლიერ ოსტატად ჩამოყალიბდა, ფან იუნჩუნის მამის მკვლელი ბრძოლაში გამოიწვია და მასზე სასტიკი შური იძია.
მეორე ლეგენდის ტანახმად, ჩჟი შანთან ათვისებულ ტექნიკას ხუნ იგუანმა ოსტატ ფუ ძიანშენის მიერ ნასწავლი ახლო ბრძოლისათვის განკუთვნილი ეფექტური ტექნიკა მიუმატა, ხოლო შემდეგ წეროს სტილის შინაგანი ვარჯიშების დახვეწას შეუდგა (მოგვიანებით იგუანის მოწაფეებმა მის ტექნიკას უშუს სხვადასხვა სტილის - გველის, დრაკონის და ლეოპარდის მოძრაობები მიუმატეს).
საკუთარი ოსტატობის მაღალ დონეში დარწმუნებულმა ხუნ იგუანმა ბრძოლში ცინების გუბერნატორის რჩეული მებრძოლი, დაოსელი ფენ დაოდე გამოიწვია და გამარჯვებაც მოიპოვა. ამ ფაქტმა ხუნ - ციუანის რეპუტაცია გაამყარა და მალე ის ცრდილოეთ ჩინეთის ყველაზე პოპულალურ სტილად იქცა.
არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომელიც ხუნძი - ციუანის დაარსებას ერთ-ერთი უდიდეს ეროვნულ გმირს ხუნ სიუცუანს მიაკუთვნს, იგი 1814-1864 წლების ტაიპინების აჯანყებას ხელმძღვანელობდა. ხუნ სიუცუანმა გლეხთა უდიდესი მასების აყოლიება მოახერხა და ცინების არმიას მთელი რიგი სერიოზული დარტყმები მიაყენა. აჯანყებულებმა საკუთარი სახელმწიფოც შექმნეს, მაგრამ საბოლოოდ აჯანყება ჩაახშეს, ხუნ სიუცუანმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მაგრამ ხალხში დიდხანს დადიოდა ხმები, რომ ის ცოცხალია და მალე სამართლიანობის აღსადგებად დაბრუნდება.
ლეგენდარულობის, მიმზიდველობის, პრესტიჟულობისა და საბრძოლო ეფექტურობის ხარჯზე ხუნძი ციუანი ჩრდილოეთ ჩინეთში ფართოდ გავრცელდა და მისი უამრავი განშტოება წარმოიშვა. ყველა სკოლას თავისი წესები (ტაოლუს საკუთარი კომპლექსი ) გააჩნდა., მაგრამ საფუძვლად ჩვეულებრივი საბაზო ტექნიკა (ვარჯიშის მეთოდები და ბრძოლის წარმოეების პრინციპი) იყო დამკვიდრებული, რომელსაც ადგილობრივ ელემენტებს ატარებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ცალკეული სკოლები საკუთარ რჩეულ ტექნიკასა და კანონებს ყველა მოწაფეს არ გადასცემენ. ვარჯიშები ძირითადად საბაზო ტექნიკას, კომბინაციების ათვისებას და სხეულის ფიზიკურ წრთობას ეთმობოდა. საიდუმლო ტექნიკა კი მემკვიდრისათვის ან, იშვიათ შემთხვევაში, მხოლოდ რჩეული მოწაფისათვის იყო ხსნილი.
თუ მასწავლებელი საკუთარი ტექნიკის სრულყოფილად გადაცემას ვერ ასწრებდა და მემკვიდრეც არ ყავდა, ის სპეციალური შიფრით ჩანაწერებს ტოვებდა, იმ იმედით, რომ მის საიდუმლო დანატოვარს მხოლოდ ღირსეული ამოიცნობდა და სკოლის ტრადიციებს გააგრძელებდა. ამრიგად, ტაოლუ იმ შიფრს წარმოადგენდა, რომელსაც უცხო ადამიანი გასაღებს ვერ გამოუძებნიდა და მისი ათვისების მცდელობით დროს ტყუილად დაკარგავდა.
ხუნცი - ციუანის სტილის მთელი რიგი განსაკუთრებულობები ახასიათებს, რომელთაგან აღსანიშნავია 10 ძირითადი მომენტი;
1. ხელის ტექნიკის მრავალფეროვნად და მოსახერხებლად ფლობა.
აღსანიშნავია ერთი გავრცელებული მცდარი აზრი: თითქოს ჩრდილოეთ ჩინეთში ერთ პოზიციაში (დგომში, გადაადგილებაში) ხელით რამოდენიმე ილეთი სრულდება. ეს არასწორია. უშუს ყველა სტილი, ქვეყნის ჩრდილოეთით იქნება თუ სამხრეთით, ორთაბრძოლისას ერთ პრინციპს ეყრდნობიან: ერთი პოზიცია - ერთი ილეთი.
2. ძალის მკვეთრად გამონთავისუფლება (გამოდევნა).
ჩრდილოეთის სკოლების განმასხვავებელ განსაკუთრებულობას ძალის (ენერგიის) სწრაი გამონთავისუფლება წარმოადგენს. მოქმედებაში ძალის გამონთავისუფლების დროს სრულდება შესუნთქვა - ამოსუნთქვა, ჩაყვინთვა- ამოყვინთვა. ხშირად ძალის გამოდევნა ძლიერი შეძახილით სრულდება. ამ შემთხვევაში ძალისხმევა ერთი - ორად მატულობს.
3. დაშინება - ფსიქოლოგიური ზემოქმედება.
ჩინელი ოსტატების სწავლების მიხედვით ბრძოლის დროს “თვალები სპილენძის ზარებს“, პირი კი “ლომის ხახას“ უნდა დაემსგავსოს. დიდი ყურადღება ექცევა მებრძოლის შემტევ გამომეტყველებას, რომელიც ლომის სიმამაცეს და ლეოპარდის შეუპოვრობას უნდა გამოხატავდეს. ეს აუცილებელია მოწინააღმდეგის დაშინებისა და მასზე ფსიქოლოგიური გამარჯვების მოსაპოვებლად.
4. მყარი დგომა და გადაადგილება
გადაადგილებისას დგომი მთასავით მედგარი უნდა იყოს. ამის მისაღწევად საჭიროა ვარჯიში და სიარული დაბალ დგომებში. ამ დროს მეტი ეფექტურობისათვის ფეხზე სიმძიმეებს იკეთებენ. ჩინელები მყარ და ძლიერ დგომს “მიწაში ფესვების გადგმას“ უწოდებენ.
5. თითების და ხელისგულის მრავალფეროვნად გამოყენება.
ხუნძი - ციუანში მრავალფეროვნად თითები და ხელისგული (“ლომის თათი“, “წეროს ნისკარტი“, “ფარშევანგის თვალი“ და ა.შ.) მაღალი ოსტატობის მისაღწევად სრულდება ვარჯიშები: “რკინის ხელისგული“, “ბამბუკის კომბინაციების ხელოვნება“ და ა.შ., რის შედეგადაც ხელი მაგრდება და მოწინააღმდეგესთან ბრძოლის დროს მეტად ეფექტური ხდება.
6. შეტევის და თავდაცვის ურთიერთცვალებადობა.
ხუნძი - ციუანის ბლოკირებისა და დარტყმების ფორმა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთი და იგივე ილეთი ბლოკირების და შეტევის დროს ერთნაირად ეფექტურია.
7. ფეხით შეტევა მხოლოდ წელს ქვემოთ
ხუნძი - ციუანში ფეხის ტექნიკის დახვეწას საკმაოდ დიდი დრო ეთმობა, მაგრამ ის მხოლოდ წელს ქვემოთ შეტევისთვის გამოიყენება. ძირითადად - წვივში, მუხლში, საზარდულში და სხვა სახიფათო ადგილებში.
8. სხვადასხვა სახის ხტუნვები და ნახტომები.
წეროს სტილიდან ხუნძი - ციუანში თავმოყრილია მრავლი მოკლე ხტუნვა და ნახტომები. ვეფხვის სტილიდან კი მასში ჩართულია მძლავრი და ძალისმიერი ნახტომები, რომელიც ჯუნგლების მძვინვარე მეფეს ახასიათებს.
9. ტაქტიკური ილეთების მრავალფეროვნება.
ხუნძი - ციუანისათვის დამახასიათებელია მრავალი ცრუ საცდუნებელი მოძრაობა. მაგალითად: ხდება ზემოთ შეტევის იმიტაცია, დარტყმა კი ქვემოთ სრულდეა, ხდება შეტევის განსახიერება და სრულდება გვერდზე გასვლა, უკან დახევის ნაცვლად კი სწრაფი და მძლავრი შეტევა ხორციელდება. ცარიელის და სავსეს, რბილის და მაგრის ურთიერთშეთანხმებით მებრძოლი შეტევისათვის ხელსაყრელი მომენტის მუდმივ ძიებაშია.
10. “ხიდებით“ მუშაობა.
ხუნძი - ციუანის კიდევ ერთ დამახასიათებელ და თავისებურ ნიშანს “ხიდებით“ მუშაობა წარმოადგენს. “ხიდებს“ ამ სტილში წინამხარს უწოდებენ. ხუნძი - ციუანში წინამხრით მოქმედი ილეთების 12 ნაირსახეობა არსებობს, მათ “ხუნის 12 ხიდი“ ეწოდება. ყოველ ილეთს თავისი სპეციფიკა და განსაკუთრებული სახელზოდება აქვს - “პირდაპირი ხიდი“ , გვერდითი ხიდი“ და ა.შ. ეს ილეთები თავის მხრივ კიდევ ორ დიდ ჯგუფად იყოფა - “გრძელი ხიდი“ და “მოკლე ხიდის“ ილეთები საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედებისას გამოიყენება, ხოლო “მოკლე ხიდის “ ილეთები - საშუალო და ახლო მანძილძე. გრძელ მანძილზე მუშაობისას ხელი იდაყვში თითქმის ბოლომდე გაშლილია, ხოლო მოკლე მანძილზე მოხრილ მდგომარეობაში რჩება.