კრავ მაგა თავდაცვის ერთ-ერთი ძლიერი და ეფექტური სისტემაა, რასაც საბრძოლო ხელოვნების და სამხედრო არმიის სპეციალესტები ერთხმად ადასტურებენ. თავდაცვის პრაქტიკაში ამ სისტემაში დღეისათვის საფრანგეთის, ბელგიის, აშშ-ის, შვეიცარიის, პოლონეთის, ესპანეთის და ისრაელის სპეციალურ ქვედანაყოფებში სრულყოფენ.
ზუსტ თარგმანში კრავ მაგა “ახლო“ ანუ “ხელჩართულ ბრძოლას“ ნიშნავს. ეს საბრძოლო ხელოვნება ებრაელმა იმრიხ ლიხტენფელდმა (1910-1998 წ) დააარსა.
იმრიხის მამა - სამუელი ახალგაზრდობაში ცირკის აკრობატი და მოჭიდავე იყო. მოწიფულ ასაკში პრესბურგში (შემდგომში ბრატისლავა, სლოვაკეთი), პოლიციაში ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა და თან ხელჩართულ ბრძოლას ასწავლიდა. მის მიერ გახსნილ სპორტ-სკოლა “ჰერკულესში“ კი ახალგაზრდებს ჯიუ-ჯიცუს და კრივის ვარჯიშებს უტარებდა.
ინტენსიური ვარჯიშები იმრიხმა სწორედ მამამისის ხელმძღვანელობით დაიწყო. მონაწილეობდა შეჯიბრებებში და არც ქუჩაში ჩხუბს ერიდებოდა, სადაც პრონაცისტურად განწტობილ “გმირებს“ უსწორდებოდა. ნიჭიერი ყმაწვილი, ბრუს ლის მსგავსად, ქუჩურ ბრძოლებში გამოიწრთო და თანდათანობით ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბდა.
1928 წელს იმრიხმა სლოვაკეთის ჩემპიონატზე კლასიკურ ჭიდაობაში მეორე ადგილი დაიკავა, 1929 წელს კი ჩემპიონი გახდა. ეს ტიტული მან მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნა. იყო რამოდენიმე ათეული საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი და სლოვაკეთის მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი.
30-იან წლებში იმრიხმა სპორცმენებისგან ახალგაზრდა ებრაელთა თავდაცვის ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელსაც ბრატისლავას ებრაულ რაიონში წესრიგის დაცვა ევალებოდა. ჯგუფი ანტისემიტურ გამოსვლებს და დარბევის მცდელობებს ანეიტრალებდა.
1936-1940 წლებში იმრიხი ფაშისტური ორგანიზაციის წევრების და მათი დამრბევი ბანდების წინააღმდეგ ასეულობით შეტაკებაში მონაწილეობდა. იმ პერიოდში მას მრავალჯერ მოუწია ჭიდაობისა და კრივის ილეთების გამოყენება და პრაქტიკამ ცხადყო, თუ რომელი მათგანი ამართლებდა ქუჩურ ჩხუბში და რომელი არა.
1940 წელს იმრიხი პალესტინაში გაემბზავრა, თუმცა მძიმე ავადმყოფობის გამო ალექსანდრიაში ჩარჩა. 1941 წელს იგი მოხალისედ ბრიტანეთის არმიაში ჩაირიცხა, იბრძოდა სამხრეთ აფრიკასა და ლიბანში. 1942 წელს იმრიხი დემობილიზებული იქნა და ემიგრანტად პალესტინაში გადავიდა. პალესტინაში იმრიხი “ხაგანების“ (ებრაული თავდაცვის ძალები) რიგებში გაერთიანდა, რომლის მთავარ ამოცანას არაბებისგან ებრაული დასახლების დაცვა წარმოადგენდა. აქვე შეიცვალა იმრიხმა სახელი, ებრაულ მანერაზე მას “იმაი“ დაერქვა.
1944 წელს იმაი ებრაული შეიარაღებული ფორმირებების “ხაგანას“ და “პალმახის“ ფიზიკური მომზადების მთავარ ინსტრუქტორად დაინიშნა.
ისრაელის სახელმწიფოს დაარსბიდან (1948 წ.) თითქმის თავისი სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის მაშტაბით არმიის, პოლიციის და სპეცდანაყოფების მთავარი ინსტრუქტორი იყო. 20 წლის მანძილზე იმაი ლიხტენფელდი ამუშავებდა და სრულყოფდა თავდაცვისა და ხელჩართული ბრძოლის ილეთებს. იმ პერიოდში კრავ მაგა ფართოდ განვითარდა.
სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, იმაიმ დაიწყო თავისი საბრძოლო სისტემის დახვეწა სამოქალაქო პირებისთვის. გაიხსნა შესაბამისი სკოლები. შემოიღეს ოსტატობის დამადასტურებელი ფერადი ქამრების სისტემა.
დასაწყისში კრავ მაგას ტექნიკური არსენალი კრივის, ჯიუ ჯიცუს და ჭიდაობის ილეთებით შემოიფარგლებოდა. ფეხიტ შეტევა და მისგან თავდაცვა სისტემაში საერთოდ არ გამოიყენებოდა. “ფეხით დარტყმები მე არ ვიცოდი და საერთოდ, ჩხუბის ასეთი მანერა ბინძურად და არაჯენტლმენურად მიმაჩნდა,“ - ამბობდა იმაი. მაგრამ როდესაც კარატეს გაეცნო, ფეხის ხმარების აუცილებლობაში დარწმუნდა და სისტემაში ახალი ილეთების შეტანა დაიწყო.
“პირველად ფეხის გამოყენება 1961 წელს ეთიოპიაში მომიწია, იქ უშიშროების ძალების ჯარისკაცებს ხალჩართულ ბრძოლაში ვავარჯიშებდი. მორიგი ვარჯიშის დროს, ერთ-ერთ ჯარისკაცს ვთხოვე დანით შეტევა განესახიერებინა, მოულოდნელად ის მთელი სისწრაფით წამოვიდა წინ და სერიოზულად შეეცადა ჩემთვის დანის გაყრას. მე დაუყოვნებლივ ვუპასუხე საზარდულში ფეხის პირდაპირი დარტყმით და რამოდენიმე ნაბიჯით უკუვაგდე. ასე დავრწმუნდი ფეხით დარტყმის ეფექტურობაში“, წერდა იმაი.
გარდა ამისა, კრავ მაგას ილეთების არსენალი კარატიდან თითებით შეტევებმა, ხელის მტევნის გვერდითი ნაწილებით, მუშტის ქვედა, მუშტის ზედა მხრით და იდაყვით დარტყმებმა შეავსო.
80-იან წლებში იმაიმ თავის უახლოეს მოსწავლესთან - იაილ იანოლოვთან ერთად საბოლოო რეორგანიზაცია მოახდინა და კრავ მაგას ილეთების კრებული ერთიან სისტემად ჩამოაყალიბა.
კრავ მაგას ძირითადად იარაღს ხელით და ფეხით დარტყმები წარმოადგენს. უპირატესობა დგომში ბრძლას ენიჭება. დისტანცია საშუალოა ან შორი ( გაშლილი ხელის ან ფეხის მანძილი). უმეტესად ჩაკეტილი დგომები გამოიყენება. ხელების მდგომარეობა ისეთივეა, როგორც კრივში. წინ დგომი ფეხის მუხლი ოდნავ შიგნით არის შებრუნებული (საზარდულის დასაცავად). თავი დახრილია და ყელს იცავს. მებრძოლი შეტევის დროსაც მაქსიმალურად ჩაკეტილია.
დარტყმები სხეულის სახიფათო წერტილებისაკენ არის მიმართული. საუკეთესო სამიზნედ ითვლება: საზარდული, ყელი, თვალები, მზისწნული, ნიკაპი, მუხლები, საფეთქელი,. გამოიყენება სარმები, გდებები, ხელებზე მტკივნეული ილეთები, ახლო ბრძოლაში იდაყვით, მუხლით და თავით დარტყმები, კბენა და ა.შ. დაწოლილ მდგომრეობაში ბრძოლის დროს, ჭიდაობისგან განსხვავებით, გამოიყენება თითებით შეტევა თვალებზე, ყელში, საზარდულში დარტყმა და კბენა. მებრძოლის მთავარი მიზანია მოწინააღმდეგე სწრაფად მოიცილოს თავიდან და ფეხზე წამოდგეს. ვინაიდან რამოდენიმე კაცთან ბრძოლის დროს ძირს “გორაობა“ თვითმკვლელობის ტოლფასია.
კრავ მაგა აგრეთვე ითვალისწინებს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით შეტევის და მისგან თავდაცვის ტექნიკის შესწავლას.
კრავ მაგას საფუძვლებია: საბაზო ტექნიკა, ილეთების ერთ სისტემაში თავმოყრის და ახალი ილეთების შექმნის პრინციპი, პიზიკური ვარჯიშის წარმართვა, ფსიქოლოგიური მომზადების მეთოდები და ტაქტიკური პრინციპები
აქედან ჩამოყალიბდა ექვსი მიმართულების სასწავლო დანაყოფი: 1. თავდაცვა მამაკაცებისთვის. ეს დანაყოფი სხვადასხვა ჩავლებების და შებოჭვებისაგან თავის დასაღწევ ილეთებს აერთიანებს. აგრეთვე, დახვეწილია ერთ ან რამოდენიმე მოწინააღმდეგესთან ბრძოლის ილეთები, ტექნიკა, ტაქტიკა და იარაღის სახით სხვადასხვა საგნების გამოყენების მეთოდები.
2. თავდაცვა ბავშვებისთვის. ამ დანაყოფის არსი შეიძლება ორი სიტყვით გამოვხატოთ- “დაუსხლტით და გაიქეცით“.
3. თავდაცვა ქალებისთვის, აქ გაერთიანებულია ჩვეულებრივი თავდაცვის ტექნიკა და ილეთები, მტრის მხრიდან ძალადობის მცდელობის შემთხვევაში.
4. ხელჩართული ბრძოლა ჯარისკაცებისთვის. ამ დანაყოფში ისწავლება ხიშტით ბრძოლა, დანის ხმარება, განიარაღების მცდელობის საწინააღმდეგო ილეთები, ყარაულის მოხსნა და ბრძოლა უიარაღოდ.
5. ხელჩართული ბრძოლა პოლიციელებისათვის. აერთიანებს ილეთებს განიარაღებისათვის, მტკივნეულ ილეთებს, ხელბორკილების დადების ტექნიკას, ხელკეტის ხმარებას, მოულოდნელად თავდასხმის და განიარაღების საწინააღმდეგო ილეთებს.
6. სპეციალური ხელჩართული ბრძოლა. აქ გათვალისწინებულია სხვადასხვა კატეგორიის პროფესიონალებისთვის ტექნიკისა და ტაქტიკის სწავლება, როგორიცაა პირადი მცველები, ტერორისტების წინაამდეგ მებრძოლი ჯგუფები და ა.შ.
კრავ მაგას სისტემა მოკლედ შეიძლება ოთხი სიტყვით დავახასიათოთ: უბრალოება, ბუნებრიობა, რეალურობა და სისასტიკე.
კრავ მაგას სამხედრო გამოყენებითი სისტემა, ის საკმაოდ მარტივია და გათვლილია მოკლე ვადებში შესასწავლად. პირველივე მეცადინეობაზე შესაძლებელია ისეთი ილეთების შესწავლა, რომლებსაც მებრძოლი რეალურ სიტუაციაში გამოიყენებს.
კრავ მაგას ტექნიკა ძირითადად არაძალისმიერია, ის მიმართულია ადამიანის სასიცოცხლო წერტილებზე, რაც ფიზიკურად ძლიერი ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას იძლევა.
ვარჯიშები რეალური სიტუაციების გათვალისწინებით ტარდება. მოსწავლეები ჩვეულებრივ ტანისამოსში, ფეხსაცმლით ვარჯიშობენ. დარბაზში ან ქუჩაში თამაშდება ცხოვრებიეული, რომელიმე რეალური სცენა: “ძარცვა“, “ჯგუფური თავდასხმა“, “შეიარაღებული ტერორისტი“, “ძალადობა“, “მძევლის აყვანა“ და ა.შ.
კრავ მაგას მიზანია ტექნიკის გამარტივება, ზედმეტი მოძრაობების მაქიმალური შემცირება და საკუთარი ემოციების კონტროლი. კონტრშეტევა ხორციელდება მოწინააღმდეგის სახიფათო წერტილებზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია.
კრავ მაგას ერთ-ერთი ცნობილი ინსტრუქტორის რიშარ დუების აზრით, “ბრძოლაში მთავარია მტერს სერიოზული ზიანის მოყენების საშუალება არ მივცეთ. საპასუხო შეტევა უნდა იყოს სწრაფი, პირდაპირი, მოკლე და მოწინააღმდეგის თავის დაცვის შანსი არ უნდა დავუტოვოთ“.
რადგან კრავ მაგას ჭეშმარიტ საომარ სისტემას წამოადგენს და მოწინააღმდეგის განადგურებას ითვალისწინებს, ამიტომ სპორტული შეჯიბრებები არ ტარდება. ამის თაობაზე ხუმრობით უთქვამთ: “კრავ მაგაში ჩემპიონატი რომ ჩაეტარებინათ , გამარჯვებულს პრიზის ნაცვლად რეანიმაციის ხარჯებს აუნაზღაურებდნენ, მეორე ადგილზე გასულს პრიზად ინვალიდის ეტლი გადაეცემოდა, მესამე პრიზი კი უფასო დასაფლავება იქნებოდა“. ეს ხუმრობა სინამდვილეს შეესაბამება. ყველა ის უხეში ილეთი, რომელიც ნებისმიერი სახის შეჯიბრებაზე იკრძალება, (თუნდაც ბრძოლა წესების გარეშე), თვალებში თითებით შეტევა, კბენა, ხერხემალში, ყელში და საზარდულში დარტყმა, თითების გადამტვრევა, ხორხის გამოგლეჯა და ა.შ. რეალობაში კრავ მაგას განუყრელ ნაწილს წარმოადგენს...

|
|