მორიჰეი უეშიბა დაიბადა ქალაქ ტანაბეში. (ვაკაიამას პრეფექტურა). 1883 წლის 14 დეკემბერს. იგი ერთადერთი ვაჟი იყო ოჯახში, რომელსაც სახელოვანი წინაპრები და სამურაის მეომრული ტრადიციები ჰქონდა. ბავშვობაში მორიჰეის სუსტი აღნაგობა და ჯანმრთელობა ჰქონდა, ამიტომაც მამის რჩევით მან სუმოში დაიწყო ვარჯიში და თანდათან ისე გაიკაჟა სხეული, რომ ზამთარ-ზაფხულ ერთნაირად ჩაცმული დაიარებოდა. . მას ადრეული ასაკიდან აღმოაჩნდა სწავლის ,ცოდნის მიღების დიდი სურვილი, ბევრს კითხულობდა და სკოლაშიაც სამაგალითო მოწაფედ ითვლებოდა.
1901 წელს მამამისმა ტოკიოში თავის სიძესთან (მორიჰეის უფროსი დის მეუღლის ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესი იყო მაშინდელ იაპონიაში) გააგზავნა ახალგაზრდა მორიჰეი, საკუთარი საქმის დასაწყებად, რომელმაც საკანცელარიო მაღაზია გახსნა ტოკიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში. ამ დროსვე იგი ინტერესდება ორთაბრძოლების ხელოვნებით და ვარჯიშს იწყებს ტენჯინ შინიო-რიუ ჯუჯუცუს სკოლაში.
1902 წელს მორიჰეი დაქორწინდა ჰატსუ იტოგავაზე,. რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა და ამავდროულად ჯარში სამსახურისთვის დაიწყო მომზადება. თავდაპირველად მორიჰეი არ მიიღეს იაპონიის არმიაში, რადგანაც მისი სიმაღლე არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნას (162 სმ). თუმცა მორიჰეი არ შეეპუა ამ ერთი შეხედვით გადაულახავ დაბრკოლებას და ძელზე სიმძიმეებით ვარჯიშის შედეგად რამდენიმე თვეში, ის ნაკლული 3,8 სმ. მოიმატა.
1904 წელს რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებისთანავე უეშიბა დაჟინებით ითხოვდა ფრონტზე გაგზავნას. მამამისის მცდელობის მიუხედავად (არ უნდოდა ერთადერთი ვაჟის ომში გაგზავნა), იგი მანჯურიის ფრონტზე მოხვდა. იქ, ბრძოლებში მოხვეჭილი უშიშარი ჯარისკაცის სახელის გამო მას ჯარში სამსახურის გაგრძელება შესთავაზეს, მაგრამ უეშიბამ უარი თქვა ოფიცრის კარიერაზე. მოგვიანებით მან ასე განმარტა თავისი უარი: "მე ინსტინქტურად ვგრძნობდი, რომ რაღაც მცდარი, არასწორი და საშინელი იმალება ყოველი ომის მიღმა, იქ არ არსებობს ნამდვილი გამარჯვება, იქ მხოლოდ სიკვდილი და ნგრევაა." ჯარიდან დემობილიზაციის შემდეგ მორიჰეი ოჯახს დაუბრუნდა და საბრძოლო ხელოვნებების შესწავლა განაგრძო.
1909 წელს ის შეხვდა კუმაგუსუ მინაკატას (1867-1941 წწ.). მინაკატა ერთ-ერთი პირველი იაპონელი იყო,რომელიც სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრა და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი უმაღლესი სასწავლებელი არ დაამთავრა, შესანიშნავად ფლობდა რვა ენას, ხოლო ,,ბრიტიშ მუზეუმში,, მუშაობის პერიოდში. ბოტანიკის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენაც გააკეთა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მინაკატა, შეიძლება ითქვას, პირველი პროფესიონალი გარემოს დამცველი გახდა. მისი და უეშიბას ერთობლივმა საპროტესტო მოქმედებებმა იაპონიის მთავრობას ხელი ააღებინა ადგილობრივი შინტოისტური სალოცავების განადგურებაზე, რასაც მათი მიმდებარე ტყის გაჩანაგება მოჰყვებოდა და გარდაუვალი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენებდა მთელ ამ მხარეს. "მინაკატამ მიჩვენა უბრალო ხალხის უფლებებისა და გარემოს დაცვისთვის ბრძოლის აუცილებლობა", - ხშირად აღნიშნავდა მორიჰეი უეშიბა.
1912 წელს უეშიბა სათავეში ჩაუდგა 80 კაციან ჯგუფს, რომელიც იაპონიის მთავრობის პატრიოტული პროექტის განსახორციელებლად შორეულ ჰოკაიდოზე გაემგზავრა ახალი მიწების ასათვისებლად. იქ ყოფნისას მას არ შენელებია საბრძოლო ხელოვნებისდმი ინტერესი და აქამდე უძლეველმა მოულოდნელად ვერაფერი გააწყო სოკაკუ ტაკედას (1859-1943 წწ.) წინააღმდეგ. "ძველი დროის უკანასკნელი მეომარი" - ასე აღწერდა მორიჰეი თავის მასწავლებელს.
სოკაკუ ტაკედა იაპონიის ყველაზე სახელგანთქმულ მეომართა მხარეში - აიზუში გაიზარდა. ეს ოჯახი წარმომავლობით იმპერატორთა საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. აიზუს კლანის მთავრობასთან ომში დამარცხების შემდეგ მან საკუთარი ომი გამოუცხადა ყველა საბრძოლო ხელოვნებისა თუ ქუჩის მოჩხუბარს, მთელი იაპონია შემოიარა ოკინავადან- ჰოკაიდომდე და ლეგენდარული, დაუმარცხებელი მებრძოლის სახელი მოიხვეჭა, თუმცა ამ სახელის მოპოვებას ბევრი ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. იმ დროისათვის ტაკედას თავისი საგვარეულო საბრძოლო ხელოვნების სკოლა -"დაიტო რიუ აიკი ჯუცუ" ჰქონდა გახსნილი, სადაც ძირითადად ჯარისა და პოლიციის ელიტარულ ჯგუფებს წვრთნიდა. მას ბევრი მტერი ჰყავდა დუელში მოკლულთა თუ დასახიჩრებულთა ნათესავებისა და მეგობრების სახით. ამიტომ სახლიდან გასვლისას ოჯახის წევრებს "არ დამელოდოთო", ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა. სასთუმალთან განუყრელად ინახავდა ხანჯალსა და რკინის მარაოს.ხოლო საჭმელს მანამდე არ აკარებდა პირს, ვიდრე მას ვინმე გვერდით მყოფი არ გასინჯავდა. მორიჰეი უეშიბას ოცდაათზე მეტი საბრძოლო ხელოვნების სკოლა ჰქონდა გამოვლილი, რომელთა უმეტესობა მან თვეების განმვლობაში შეისწავლა. ტაკედასთან კი მან 4 წელიწადი დაჰყო. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ,,დაიტო რიუ აიკი ჯუცუ,, მომავალი საბრძოლო ხელოვნების ძირათად საფუძვლად იქცა.
1919 წელს,როდესაც მორიჰეის შეტყობინება მოუვიდა, მამის სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ. მან მთელი თავისი უძრავი ქონება მადლიერების ნიშნად თავის მასწავლებელს, სოკაკუ ტაკედას გადასცა და სასწრაფოდ გაემგზავრა მშობლიურ ტანაბეში. შინ მიმავალი, იგი აიაბეში გაჩერდა და ადგილობრივთა რჩევით ,,ომოტე კიუს,, რელიგიურ სათვისტომოს წინამძღოლს მიაკითხა ,რომლის ლოცვასაც იქაურთა რწმენით ნებისმიერი ავადმყოფობის მორჩენა შეეძლო. ონისაბურო დეგუჩის(1871-1948 წ.წ) არაორდინალურმა პიროვნებამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ სახლში დაბრუნებულმა, ( მამა გარდაცვლილი დახვდა, როგორც ეს ონისაბურომ უწინასწარმეტყველა) მცირე ხნის შემდეგ, ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად ისევ აიაბეს მიაშურა.
ონისაბუროს დეგუჩის რჩევით, (მისი მსოფმხედველობით ხელოვნებისა და რელიგიის არსი, თანაბარი, ერთმნიშვნელოვანი იყო) მორიჰეიმ პოეზიის, კალიგრაფიისა და მედიტაციის ტექნიკის შესწავლა დაიწყო,ხოლო პატარა დოჯოში (სავარჯიშო დარბაზი) სათვისტომოს წევრებთან ერთად განაგრძობდა თავის წვრთნებს. 1920 წელს მას მეორე ვაჟი შეეძინა, რომელიც მალევე დაეღუპა. ავადმყოფობას ემსხვერპლა მისი პირველი ვაჟიც. საბედნიეროდ მომდევნო წელს მას კიდევ გაუჩნდა ვაჟი-კისომარუ, მომავალში მისი გვარისა და საქმიანობის გამგრძელებელი.
1922 წელს აიაბეში სოკაკუ ტაკედა გამოჩნდა, თუმცა უეშიბასა და მის ყოფილ მასწავლებელს შორის უწინდებური ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო უეშიბამ დაგროვილი გამოცდილების ერთიან საბრძოლო სისტემად ჩამოყალიბების პროცესი. 1923 წლიდან მორიჰეიმ თავის ხელოვნებას ოფიციალურად "აიკი ბუ-ჯუცუ" დაარქვა.
1925 წელს 42 წლის უეშიბამ საჩვენებელი ასპარეზობა გამართა კენდოში გაწაფულ საზღვაო ოფიცერთან, რომელმაც ბოკენით (ხის ხმლით) ვერაფერი გააწყო შეუიარაღებელი უეშიბას წინააღმდეგ. ორთაბრძოლის შემდეგ ბაღში განმარტოებულ უეშიბას ,,სატორის,, პირველი გამოცდილება ეწვია. "მე უეცრად ჩავწვდი იმას, რასაც ვეძებდი… და მივხვდი, რომ ბუდო არ ნიშნავს მოწინააღმდეგის დამარცხებას თუ განადგურებას და რომ, ჭეშმარიტი ბუდოს გზა _ მშვიდობის შენარჩუნება, სიცოცხლის დაცვა და სწორი განვითარებაა ყოველივესი, რაც კი არსებობს დედამიწის ზურგზე". ასეთი კომენტარი გაუკეთა მორიჰეიმ თავის პირველად განცდილ სატორის.
1931 წელს მორიჰეი უეშიბამ ტოკიოში "კობუკან" დოჯო გახსნა. მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს შორის უმრავლესობას სამხედრო-პოლიტიკური ელიტა წარმოადგენდა. იმ დროის მორიჰეის ორთაბრძოლის ხელოვნებას ,, აიკი ბუდო,, ერქვა. ტოკიოში დაბრუნების შემდეგ მორიჰეის პრაქტიკულად აღარ ჰქონდა ურთიერთობა,, ომოტე კიუს,, სათვისტომოსთან, (ონისაბურო დეგუჩი მას შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: "შენი მოწოდება ჭეშმარიტი, მშვიდობის მეომრის გზის სწავლებაა.")მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც გაეხვია უსიამოვნო მოვლენებში. 1935 წელს მთავრობამ ხელმეორედ დააპატიმრა ონისაბურო დეგუჩი, რომლის პაციფისტური და ანტიკაპიტალისტური წარმოდგენები, მაშინდელ, კონსერვატულად განწყობილ ხელისუფალთა აზრით საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას. როგორც ჩანს, უეშიბასაც შეეხო ეს რეპრესიები, რადგან ამავე პერიოდში იგი სახლში გამოიკეტა და სრულიად მოსწყდა გარე სამყაროს. თუმცა მოკლე ხანში ახლობელი, გავლენიანი პოლიტიკოსების დახმარებით მან აკრძალული საზოგადოების წევრები საპყრობილედან გაათავისუფლებინა, ხოლო თვითონ კვლავ განაგრძო ტოკიოსა და ოსაკის სამხედრო აკადემიების მთავარი ინსტრუქტორის მოვალეობის შესრულება. ამ დროისათვის მორიჰეი უეშიბა ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი პირი და არაოფიცილურად ბუდოს (საბრძოლო ხელოვნებების) მინისტრი იყო.
1937 წელს დაიწყო იაპონია-ჩინეთის ომი. ქვეყანაში თანდათანობით მილიტარისტული განწყობა მძფრდებოდა. 1942 წელს მორიჰეი უეშიბა გადადგა ყველა თანამდებობიდან და ტოკიოდან 100 მილის მოშორებით სოფელ ივამაში გადასახლდა. "ჩვენ რომ დაგვეჯერებინა უეშიბასთვის და მართლა გვესწავლა, რას ნიშნავს იყო ერთიანი შენს მოწინააღმდეგესთან, მაშინ არასოდეს გავეხვეოდით ამ უაზრო დამანგრეველ ომში", იხსენებდა მაშინდელი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სამხედრო პირი. სწორედ ივამაში გადასახლების შემდეგ ეწოდა მორიჰეი უეშიბას საბრძოლო ხელოვნებას "აიკიდო".
1945 წელს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ამერიკის საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობამ ყველა საბრძოლო ხელოვნების სკოლა დახურა. თუმცა ბევრი მათგანი,მათ შორის აიკიდოც არალეგალურად ან შენიღბულად განაგრძობდა თავის სწავლებას. მორიჰეი უეშიბამ ამ პერიოდში განაცხადა: "თუნდაც ქვეყანა დამარცხებულია, ქალაქები და მრეწველობა განადგურებული, მას ისევ ამშვენებს მთები და მდინარეები". სხვა სიტყვებით რომ ითქვას, მას სჯეროდა, რომ იაპონია თავს გაართმევდა ყველა სიძნელეს და კვლავ მოწინავე ქვეყნების რიგს დაუბრუნდებოდა.
. 1949 წელს ამერიკელების საოკუპაციო ჯარების წასვლის შემდეგ აკრძალვა მოიხსნა და აიკიდო სწრაფად გავრცელდა, როგორც იაპონიაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. მორიჰეი უეშიბა ძირითადად ისევ ივამაში ცხოვრობდა, ხოლო ცენტრალურ ,,კობუკან,, დოჯოს მისი შვილი, კისომარუ ედგა სათავეში.
სიცოცხლის ბოლო წლებში ო-სენსეი ბევრს მოგზაურობდა, კითხულობდა ლექციებს, ატარებდა სემინარებს. ერთ-ერთ ლექციაზე მისი მსმენელი ცნობილი სწავლული, დოქტორი დეისეცუ ტაიტარო სუძუკი(1870-1966) გახლდათ, რომელმაც ლექციის დამთავრებისას ამ სიტყვებით გამოხატა უეშიბასადმი ღრმა მოწიწება: "თქვენ იცით, რომ მე არ ძალმიძს მივყვე იმ საგნებს, თქვენ რომ ახსენეთ".
1968 წელს ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მორიჰეი შეუძლოდ შეიქნა. ექიმებმა მას ცეროზის დიაგნოზი დაუსვეს. მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია თავისი მოღვაწეობა. "ეს ყოვლად დაუჯერებელი იყო", იხსენებდა მისი მოწაფე, მორიჰირო საიტო სენსეი, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა ო-სენსეის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. "ეს ერთი შეხედვით ჩია, დაუძლურებული მოხუცი, თანმხლები პირის გარეშე რომ ძლივს დადიოდა, საკმარისი იყო ტატამზე შეედგა ფეხი და უწინდებურად, დაუმარცხებელ მეომრად გადაიქცეოდა ხოლმე".
ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა 1969 წლის 26 აპრილს გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვებიდან ერთ-ერთი ფრაზა იყო: "აიკიდო მთელი მსოფლიოს კუთვნილებაა".