აიკიდოს წარმოშობაზე დოკუმენტური წყაროები ჯერ-ჯერობით არ არის აღმოჩენილი. გადმოცემის თანახმად მისი შექმნა იაპონიის იმპერატორ სეივას (850-880 წ.წ.) მეექვსე ვაჟს - ტეიძინს უკავშირდება. ტეიძინის შვილის ცუნემოტოსგან ეს ხელოვნება მინამოტოს საგვარეულოს გადაეცა. საბოლოოდ კი, ამ საბრძოლო ხელოვნებას ჩამოყალიბებული სახე მინამოტო ნო იოსიმიცუმ (1045-1127 წ.წ.) მისცა. მინამოტო ნო იოსიმიცუ ერთ-ერთი სახელოვანი მეომარი იყო იაპონიის ისტორიაში. ამბობენ, რომ იგი საათობით აკვირდებოდა ობობებს, როცა ისინი თავიანთ მსხვერპლს ოსტატურად იჭერდნენ და ამ დაკვირვებებით გაამდიდრა აიკი ჯუცუს ილეთების არსენალი. არსებობს გადმოცემაც, რომ იგი დაინტერესებული იყო ანატომიით და სიკვდილით დასჯილთა გვამების გაკვეთით სწავლობდა ადამიანის აგებულებას, ხოლო აიკი ჯუცუს სახელწოდება მისი რეზიდენციის სახელთან ,,დაიტოს სასახლესთანაა,, დაკავშირებული.
მინამოტო ნო იესიმიცუს ვაჟი, იოსიკიო, რომელიც კაის პროვინციაში, ტაკედაში დაფუძნდა, ტაკედას სახელით გახდა ცნობილი და მის შემდგომ მინამოტოს საგვარეულოს ამ შტომ ტაკედას გვარით განაგრძო თავისი არსებობა.
საუკუნეების განმავლობაში ამ საბრძოლო ხელოვნების შესწავლა მხოლოდ ამ საგვარეულოს წარმომადგენლებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
მეიძის რევოლუციის შემდეგ (1968 წ.) ტაკედას ოჯახის თავკაცმა, სოკაკუ ტაკედამ პირველმა გააღო თავისი სკოლის ,,დაიტო რიუ აიკი ჯუცუს,, კარი უცხოთათვის. მის მრავალრიცხოვან მოწაფეთა შორის იყო მორიჰეი უეშიბა, რომელმაც ეს საბრძოლო ხელოვნება, სხვა სკოლების ტრადიციებისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გადაამუშავა და შექმნა ორთაბრძოლის ხელოვნება, რომელსაც ივამაში ცხოვრების პერიოდში (1942-1969 წ.წ) აიკიდო უწოდა.

|
|