“ძიუდო„ იაპონურ წყაროებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ძიუდოს ტექნიკური არსენალი წარმოადგენს სხვადასხვა იაპონური ორთაბრძოლებიდან ილეთების კრებულს, რომლის ფესვები შორეულ ისტორიულ წარსულში მიდის. ორთაბრძოლის ეს სახეები წარმოადგენდა სამხედრო ხელოვნების ნაწილს და ემსახურებოდა იმპერატორის მებრძოლების გაწვრთნას.
ჯერ კიდევ 710-784 წლებსში ცნობილია, რომ იმპერატორ ნარას მმართველობის პერიოდში იმართებოდა გრანდიოზული შეჯიბრებები ჭიდაობა სუმოში, ოღონდ დღევანდელი ტრადიციული სუმოსგან განსხვავებით მოწინაღნდეგეები ერთმანეთს ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტანსაცმელში ერკინებოდნენ.
XI-XII საუკუნეებში იაპონიაში გავრცელებული ყოფილა ჭიდაობის სახეობა საბრძოლო ტანსაცმელით და აღჭურვილობით, ეროიგუმი და კატაიუგუმი.
ორთაბრძოლის ილეთების დახვეწასთან ერთად ჩნდებოდა ვარჯიშის ფორმები, რომლებიც შემდგომ, მომზადების სისტემებად ყალიბდებოდა. ასე მაგალითად XIV საუკუნეში უკვე იხსენიება ჯიუჯიცუ, რომელიც XVI საუკუნეში უკვე ყალიბდება როგორც კიდევ ერთი საბრძოლო მომზადების სისტემა და იმპერატორის კარზე იმართებოდა მებრძოლთა შეჯიბრებები. ამ პერიოდიდან ჯიუჯიცუ იქცა როგორც ფიზიკური და სულიერი წრთობის ერთ ერთ საშუალებად.
თითქმის ამავე პერიოდს ეკუთვნის კიტორიუს, კიოსინრიუს და ტენსინსინრიუს სკოლების გახსნა. XIX საუკუნიდან იაპონიაში უკვე ასამდე ჯიუჯიცუს სკოლა იყო გახსნილი. სკოლებში იქმნებოდა წმინდა ადგილები (კუთხეები) რითიც სავარჯიშო დარბაზი (დოჯე) წარმოადგენდა წმინდა სახლს, სადაც მიდინარეობდა ქადაგება კონფუციანიზმის, ბუდიზმის და სინტუიზმის. ყველა სკოლას გამოჰქონდა თავისი დოგმები და იმუშავებდა შეჯიბრებებსისა და ვარჯიშების ჩატარების სხვადასხვა ცერემონიალს და რიტუალს.
უდიდესი პედაგოგი, განმანათლებელი და მწვრთნელი, ძიუდოს ფუძემდებელი კანო ძიგორო (1860-1938), (იაპონელები მას მოიხსენიებენ როგორც კანო ჯიგორო) ჯერ კიდევ ბავშვი ჰიოგოდან კიოტოში ჩამოვიდა, სადაც ნარიტაცუგაკისა და იკუეის პანსიონებში სწავლობდა. იგი დბადებიდან ფიზიკურად სუსტი იყო და გადაწყვიტა ჯიუჯიცუს ილეთებს დაუფლებოდა. კეისეის ლიცეუმში შესვლისას, რომელიც შემდგომ ტოკიოს საიმპერატორო უნუვერსიტეტად გადაკეთდა, კანო ძიგარომ დაიწყო ვარჯიში ტენსინსინიოს ჭიდაობის დარბაზში. ფუკადო ხატინოსუკესა და ისო მასატომის ხელმძღვანელობით და ეუფლებოდა ჭიდაობის ტექნიკას. შემდგომ იგი კიტორიუს სკოლაში ვარჯიშობდა იკუბო ცუნეტოშისთან. იგი დიდი გულიმოდგინებით აანალიზებდა ხელნაწერებს ჯიუჯიცუს შესახებ და თავდავიწყებით უწვრილეს დეტალებამდე სწავლობდა ჭიდაობის ილეთებს.
1882 წელს კანო გაკისიუის პრივილირიგებული ლიცეუმის ინსპექტორად და ინსტრუქტორად დანიშნეს. ამან მას საშუალება მისცა დამოუკიდებლად არსებული ჯიუჯიცუს სკოლების მიღწევები დაეხვეწა გაეერთიანებინა და ერთ სისტემაში მოეყვანა. შემდგომ მან ტოკიოში სიტაის რაიონში ეისეზის ტაძარში დააფუძნა სპორტული დარბაზი. თავდაპირველად დარბაზში მას მხოლოდ 12 ტატამი ჰქონდა გაშლილი. შემდგომში ამ ჭიდაობის დარბაზმა ჰპოვა განვითარება და ამჟამად იგი წარმოადგენს თანამედროვე ძიუდოს ინსტიტუტს – კოდოკან-ს.
კანომ ძიუდოში ყველაფერი საუკეთესო გადმოიტანა კიტორიუს, ტენსინსინრიუს და სხვა ძველი სკოლებიდან. კერძოდ, ილეთების დემონსტრაციის ფორმა კატა, მთლიანად კიტორიუს სკოლიდან იქნა გადმოღებული.
კანო იზიარებდა ძველი ჯიუჯიცუს სკოლების პლატფორმას “სირბილე (მოქნილობა) დაამარცხებს ძალას და ბოროტებას”, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით კანომ უფრო მეტად რაციონალური და დახვეწილი გახადა ძიუდო. მის მირ მოჭიდავეების მომზადების მეთოდიკა დღესაც გამოიყენება.
მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველმა შედეგებმა უარყოფითი გავლენა იქონია, ძიუდოს შემდგომ განვითარებაზე. 1947 წლიდან იაპონიის თითქმის ყველა რაიონში კვლავ აღმოცენდა ძიუდოს სკოლები. უკვე 1948 წელს ტარდება პირველი იაპონიის ჩემპიონატი ძიუდოში. მალევე ჩამოყალიბდა სრულიად იაპონიის ძიუდოს ფედერაცია. ლონდონში კი ევროპული ძიუდოს ფედერაცია. 1956 წელს იაპონიაში ჩატარდა პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში.
1958 წლის მარტში ტოკიოში ბუმკიუს რაიონში კასუგას ქუჩაზე დამთავრდა შვიდ სართულიანი ახალი კოდოკანის მშენებლობა. მასში განთავსებილია მსოფლიოში ყველაზე დიდი ძიუდოს დარბაზი ხუთი მცირე და საშუალო ზომის დარბაზებით, ძიუდოში საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტით, დამხმარე ნაგებობებით და დაწესებულებებით. 1959 წელს ძიუდო ოფიციალურად მიღებულ იქნა როგორც სპორტის ოლიმპიური სახეობა და ჩართული იქნა ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშების შემდეგ ძიუდო უცვლელად არის ოლიმპიური სპორტის სახეობა. ამგვარად იაპონიაში დაბადებული ძიუდო იქცა მსოფლიოში ერთერთ პოპულარულ საერთაშორისო სპორტის სახეობად.
კანო ამბობდა “ძიუდო - ეს არის გზა, სხეულისა და სულის გამოყენების ყველაზე ეფექტური საშუალებისაკენ”. ძიუდოს არსს წარმოადგენს, დაუღალავი წვრთნის შედეგად, სხეულის გამოწრთობითა და ნებისყოფის აღრზრდით თავდასხმისა და თავდაცვის ხელოვნების დაუფლება.
ძიუდოში მეცადინეობა არის ბრწყინვალე საშუალება ფიზიკური თვისებების გასავითარებლად, ჯანმრთელობის ჩამოსაყალიბებლად და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოსავლენად.

|
|