.მორიჰირო საიტო იბარაკის პროვინციაში 1928 წლის 31 მარტს დაიბადა. საკუთარი მოგონებებით: ,,ის ერთი ჩვეულებრივი, სუსტი აღნაგობის მოზარდი იყო,რომელიც თანატოლების მსგავსად აღფრთოვანებული იყო ძველი დროის სახელოვანი მეომრებით და დიდი ენთუზიაზმით ვარჯიშობდა კენდოში (ფარიკაობა- ხის,უპირატესად ბამბუკისგან გაკეთებული ხმლებით) , ძიუდოში და კარატეში.,,
1946 წელს მორიჰირო საიტო ,რომელიც იმ დროს იბარაკის რკინიგზის დეპარტამენტში მუშაობდა დააინტერესა ისტორიამ იქვე , სოფელ ივამაში მცხოვრებ კაცსა და მის უცნაურ ორთაბრძოლის სისტემაზე. სწორედ ამ წლიდან იწყება სენსეი მორიჰირო საიტოს,როგორც მოწაფისა და შემდგომ თანაშემწის ურთიერთობა ო,სენსეი მორიჰეი უეშიბასთან, რომელმაც თითქმის მეოთხედი საუკუნე გასტანა.
მორიჰირო საიტო მოწაფეობის გარდა ო,სენსეის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. იქნებოდა ეს: ხვნა-თესვა, მოსავლის აღება-დაბინავება თუ სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობა. მათი ურთიერთობის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ო,სენსეიმ თავის სახლთან მიწის ნაკვეთი გამოუყო მას, სადაც მოგვიანებით მორიჰირომ სახლი ააშენა და საკუთარ ოჯახსაც მოეკიდა.
50-იანი წლებიდან მორიჰირო საიტო ,,აიკიკაის,, ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუქტორ-მასწვლებელი ხდება და ო,სენსეიმ დოჯოს მეთვალყურეობა და ვარჯიშების წარმართვა მას დაავალა. ასევე ო,სენსეის სიცოცხლეში მხოლოდ მორიჰირო სენსეის ჰქონდა იარაღის სწავლების უფლება. მან სისტემაში მოიყვანა და წიგნობრივი სახე მისცა აიკიდოს განვითარების ე.წ ივამას პერიოდს (1942-1969 წწ.) და შეუცვლელად განაგრძობდა მის სწავლებას აიკიდოსმთავარ ცენტრში- ივამაში და მთელ მსოფლიოში.
სენსეი მორიჰირო საიტო 2002 წლის 13 მაისს გარდაიცვალა.