შიტო რიუ
შიტო-რიუ ერთ-ერთი უმსხვილესი სტილია კარატე-დოს ოთხი ძირითადი მიმართულებიდან. იგი 1926 წელს ოკინაველმა ოსტატმა კენვა მაბუნიმ დააფუძნა. სახელწოდება ,,შიტო-რიუ" მაბუნის მასწავლებლების, იტოსუსა და ხიგაონის სახელთა პირველი იეროგლიფების გაერთიანებაა. იტოსუსთან იგი შვიდი წლის განმავლობაში სიური-ტეს ხელოვნებას ეუფლებოდა, ხიგაონის ხელმძღვანელობით კი ნახა-ტეს შესწავლა დაიწყო. მაბუნიმ ორივე ეს მიმართულება ერთ სისტემაში გააერთიანა და შიტო-რიუ უწოდა, რითაც თავისი მასწავლებლების სახელები უკვდავყო. თუმცა ეს სტილი სიური-ტეს და ნახა-ტეს უბრალო ნარევი არ არის, ცოდნის წყურვილმა და ახალი გზების ძიებამ მაბუნი სხვა ოსტატების ინსტრუქციებამდე მიიყვანა და ოკინავურ და იაპონურ მიმარ-თულებებს შორის შუალედური სტილი შექმნა. იგი თავის მოსწავლეებს ჯერ სიური-ტეს ტექნიკას ასწავლიდა – სწრაფი და სწორხაზოვანი მოძრაობებით, შემდეგ სუფთა ნახა-ტეს ტექნიკას – წრიული და რბილი ილეთებით, ბოლოს კი სხვა სტილებში ათვითცნობიერებდა მათ. მაბუნიმ ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ორთაბრძოლებში კენ-დოს აღჭურვილობისა და კრივის ხელთათმანების გამოყენება. მანვე შემოიტანა ცნება ,,ბუნკაი კუმიტე” _ განსაზღვრა თითოეული კატას დანიშნულება და წინ წამოსწია მათი მნიშვნელობა, რომ საბოლოო შედეგად შეგვეძლოს თავისუფალ სპარინგში ილეთების გამოყენება და კატაში დაშიფრული ცოდნის შემდგომი თაობებისათვის გადაცემა. კენვა მაბუნი წერდა: ,,კარატეში ყველაზე მნიშვნელოვანი კატაა. მასში თავდასხმისა და თავდაცვის ყველა ილეთია თავმოყრილი. ამიტომ საჭიროა კატას აზრის ბოლომდე წვდომა და მათი სწორად შესრულება. ზოგიერთები თვლიან, რომ შეიძლება კატას იგნორირება და მხოლოდ სპარინგისათვის ვარჯიშია საკმარისი, მაგრამ ამგვარი დამოკიდებულებით კარატეში სერიოზული წარმატება ვერ მიიღწევა. საქმე ისაა, რომ დარტყმებსა და ბლოკებს, თავდასხმისა და თავდაცვის ტექნიკას ათასობით ვარიაცია გაჩნია და შეტაკებაში ყველაფრის მოსინჯვა შეუძლებელია. ერთ-ორი კატა - აი ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება. თუ მას ზუსტად შეასრულებს და გაითავისებს, მაშინ ყველა დანარჩენი კატა მხოლოდ შემეცნების გასაფართოებლად იქნება საჭირო. რაც არ უნდა მდიდარი და ფართო გამოცდილება გქონდეთ ფორმალური სავარჯიშოების სფეროში, სათანადო სიღრმის გარეშე ეს ცოდნა უსარგებლოა. რამდენი კატაც არ უნდა შეისწავლოს კაცმა, თუ ვარჯიში არასაკმარისია, საეჭვოა, რომ გამოადგეს ისინი. ისწავლეთ სწორად და დაამუშავეთ ერთი-ორი კატა, და როცა მათი გამოყენების დრო დადგება, თქვენგან შეუცნობლად, მათი ეფექტურობა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. მეორე, რაც განსაკუთრებულად საყურადღებოა, არის წვრთნის სისწორე. თუ ვარჯიშის მეთოდიკა არასწორია, მაშინ უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ შეტაკებაში მიიღეთ მონაწილეობა, ან რამდენი ქვა და ფიცარი გატეხეთ, რადგან ცუდი ჩვევები ბოლოს და ბოლოს, დამარცხებამდე მიგიყვანთ. და თუმცა კატას კარატეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, სპარინგისა და მყარი საგნების დამტვრევის ტესტების უგულებელყოფა არ შეიძლება. გზა კარატემდე ეს არის სიზარმაცის დაძლევა და შეუპოვარი ბრძოლა იმ აზრით, რომ კატა წარმატების ნახევრია, მეორე ნახევარი კი - სწორი ვარჯიში”. შიტო-რიუ მთლიანად 50-ზე მეტ კატას მოიცავს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია პინან 1-5, ბასაი, კოსოკუნ-დაი, კუშანკუ, სოჩინ, ჩინტო, ჩინტე, ნისეისი, მაცუკაძე, უნსუ, საიფა, სეიენჩი, სეისან, სუპარიმპეი, სანჩინ, ტენშო და სხვ. ფორმალურ სავარჯიშოთა გარდა, ვარჯიშის პროცესში დიდი ყურადღება ექცევა საბაზო ტექნიკას, იხვეწება ილეთთა კომბინაციები, რიტმი და მოძრაობის სიჩქარე, სწორი სუნთქვა და სიმძიმის ცენტრზე მუშაობა. კენვა მაბუნის სიკვდილის შემდეგ, 1952 წელს მისი ცხოვრების საქმე – შიტო-რიუსა და კარატე-დოს განვითარება მისი ვაჟიშვილებისა და მრავალრიცხოვანი მოწაფეების ხელში გადავიდა. 1953 წელს მაბუნის ერთ-ერთმა პირველმა მოსწავლემ რიუსო საკაგამიმ დააფუძნა იტოსუ-კაი კარატე, რომლის ჩარჩოებში ისწავლება კარატე, კენდო და კობუდო. 1960 წლის ნოემბერში, კენვა მაბუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლის, კარატე-დო შიტო-კაი-ს სრულიად იაპონიის ფედერაციის მომავალი პრეზიდენტის, მანძო ივანტას ძალისხმევით დაარსდა აღმოსავლეთ იაპონიის ფილიალი ცენტრით ტოკიოში. იმავე წელს კენვა მაბუნის ვაჟმა, კენეი მაბუნიმ დააარსა დასავლეთის ფილიალი, ცენტრით ოსაკაში. ორივე ორგანიზაცია დამოუკიდებლად აწყობდა შეჯიბრებებს 1964 წლამდე, როცა იაპონიის კარატე-დოსა და შიტო-კაი-ს I გაერთიანებული ჩემპიონატი ჩატარდა. იმავე წლის ოქტომბერში შეიქმნა კარატე-დოს სრულიად იაპონიის ფედერაცია. 1973 წლის თებერვალში ,,ნიხონ კარატე-დო კაი-ს" აღმოსავლეთ და დასავლეთ ფილიალთა გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა კარატე-დო შიტო-კაის სრულიად იაპონიის ფედერაცია. მოგვიანებით მაბუნი კენეის უმცროსმა ძმამ, კენძო მაბუნიმ დააარსა საკუთარი ორგანიზაცია ,,ნიხონ კარატე-დო კაი სეიტო შიტო-რიუ (ორთოდოქსული კარატე-დო შიტო-რიუ-ს იაპონიის ასოციაცია), რომლის მიმდევრები შიტო-რიუს პრაქტიკას კენვა მაბუნის მიერ 1929 წელს შექმნილი პროგრამის მიხედვით ეწევიან. სტილის გამოჩენილი ოსტატები არიან: ტერუო ჰაიაში, ნინო სატორუ, რიუსო საკაგამი, დემურა ფუმიო, იასუნარი ისიმი, მაბუნი კენეი. შიტო-რიუს ძირითადი პრინციპებია: • მოწინააღმდეგის შეტევის ხაზიდან სწრაფი გადასვლა ნაბიჯით ან შემობრუნებით; • რბილი ბლოკირება, მოწინააღმდეგის მოძრაობის მიმართულების შეცვლა წრიული ან ამრიდი დაცვით; • ხისტი ბლოკირება ძალის მოულოდნელი და მაქსიმალური გამოთავისუფლებით; • შემხვედრი დარტყმების გამოყენება და თავდაცვა თავდასხმით. კენვა მაბუნის ბიოგრაფია შიტო-რიუს დამაარსებელი, კენვა მაბუნი 1889 წლის 14 ნოემბერს ოკინავას არქიპელაგის ქალაქ სიურიში დაიბადა. იგი იყო რიუკიუს სამეფოს უდიდესი მეომრის, კენიო ოსიროს მიერ დაფუძნებული ყველაზე ცნობილი კლანის მე-17 წარმომადგენელი. ბავშვობაში კენვა მაბუნი შესაშური ჯანმრთელობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თავისი სახელგანთქმული მეომარი წინაპრების შესახებ მონათხრობი ამბების გავლენით იგი ოცნებობდა თავისი ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი გამხდარიყო. 13 წლისა რეკომენდაციის წყალობით ჩაირიცხა სიურიში მცხოვრები კარატეს ცნობილი ოსტატის, იტოსუს სკოლაში. კენვა მაბუნი შეუპოვრად და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და შვიდი წლის განმავლობაში ეუფლებოდა სიური-ტეს ხელოვნებას. 20 წლის ასაკიდან მაბუნიმ ოსტატ კანრიუ ხიგაონისთან დაიწყო ნახა-ტეს ხელოვნების შესწავლა. მოგვიანებით ოკინავას კარატე-დოს ეს ორივე უმნიშვნელოვანესი მიმართულება საფუძვლად დაედო მაბუნის მიერ შექმნილ შიტო-რიუ კარატე-დოს სტილს. საშუალო სკოლის და არმიაში სამსახურის დამთავრების შემდეგ მაბუნი დაახლოებით 10 წელი პოლიციაში მსახურობდა, იმავდროულად აქტიურად ვარჯიშობდა ძიუდოსა და კენდოში, რადგანაც ბუდოს ეს სახეობა პოლიციის ოფიცერთა მომზადების აუცილებელ პროგრამაში შედიოდა. უკვე კარატე-დოს ოსტატი მაბუნი ისწრა-ფვოდა ერთმანეთისათვის შეერწყა საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობა და შეექმნა უნივერსალური ტექნიკა. პოლიციაში მუშაობისას სამსახურებრივი საქმეების გამო კენვა მაბუნის ხშირად უწევდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ყოფნა, რაც საშუალებას აძლევდა, რომ სიური-ტესა და ნახა-ტეს გარდა შეესწავლა კარატე-დოს სხვა მიმართულებების ტექნიკაც, გაეცნო კუნძულის ყველაზე შორეული კუთხეების ნაკლებად ცნობილი ოსტატები. მეოცე საუკუნის დასაწყისი გახდა კარატე-დოს ფართოდ გავრცელების პერიოდი. მისი ოფიციალური აღიარების დასტური 1910 წელს საპრეფექტურო საშუალო სკოლებში კარატე-დოს სპეციალურ დისციპლინად შეტანა გახდა. მაგრამ გარკვეული სიძნელეები მაინც არსებობდა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული სწავლების ერთიანი სისტემა და არ იყო განსაზღვრული პრიორიტეტები მოსწავლეთა და ოსტატთა მომზადებისას. სწორედ ამ წლებში დაიწყო კენვა მაბუნიმ პედაგოგიური მოღვაწეობა. თავის მასწავლებელთან ერთად მან შექმნა კარატე-დოს სექცია საბრძოლო ხელოვნების უფრო ღრმად შესასწავლად, ცნობილი ოსტატების დახმარებით აქტიურად მოღვაწეობდა კარატე-დოს პოპულარიზაციისათვის. საბრძოლო ხელოვნების განვითარებისა და უნიფიკაციისადმი მიძღვნილ საღამოებს, რომლებიც მაბუნის სახლში იმართებოდა, არაერთხელ დასწრებიან გიჩინ ფუნაკოში, ტეძუ ოსირო, ტოსინ ტიბანა, ანბუნ ტიკუდა, სეეტო ტოკუმურა და სხვები. 1918 წელს კარატე-დოს ხელოვნების ერთ-ერთ სახალხო დემონსტრაციას, რომლის ორგანიზატორიც მაბუნი იყო, ესწრებოდნენ პრინცები კუნი და კახო. 1924 წელს კენვა მაბუნი დაინიშნა კარატე-დოს ინსტრუქტორად ერთბაშად ორ სასწავლო დაწესებულებაში და წილად ხვდა პატივი, თავისი ხელოვნება პრინც ტიტიბუს წინაშე წარმოეჩინა. 1925 წელს კენვა მაბუნიმ, სხვა ცნობილ ოსტატებთან ერთად შექმნა ,,ოკინავას კარატე-დოს კლუბი, რამაც საშუალება მისცა განეხორციელებინა თავისი დიდი ხნის ოცნება – შეექმნა მუდმივი სავარჯიშო დარბაზი, დოჯო. სწორედ ამ დარბაზში გადიოდნენ წვრთნას კარატე-დოს ისეთი ლიდერები, როგორებიც არიან: ძიუხაცუ კედა, ტეძიუნ მიიაგი, ტეიუ მოტობუ, ტოსინ ტიბანა, ხანასირო, ტეძიუ ოსირო, ვუ-კსიან-ტუი – კემპოს ოსტატი. კენვა მაბუნი და ტეძიუნ მიიაგი კლუბის მუდმივი ინსტრუქტორები გახდნენ. ამ პერიოდში ვარჯიშებზე ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებასა და კუმიტეს ექცეოდა, მოსწავლეებს არ უხსნიდნენ ამა თუ იმ ელემენტის ტექნიკას და ილეთებსაც პირდაპირ ორთაბრძოლის დროს უჩვენებდნენ. ამასთან, თითოეული ოსტატის ტექნიკა ერთმანეთისაგან თავისი ინდივიდუალურობით განსხვავდებოდა. 1927 წელი გარდატეხის წელი აღმოჩნდა კენვა მაბუნის ცხოვრებაში - იგი შეხვდა თანამედროვე ძიუდოს დამაარსებელს, ძიგორო კანოს, რომელიც ოკინავაზე ძიუდოს სავარჯიშო დარბაზის გასახსნელად ჩამოსულიყო. ტეძიუნ მიიაგისა და კენვა მაბუნის საშუალება მიეცათ მისთვის კარატე-დოს ილეთები ეჩვენებინათ. კანომ უმაღლესი შეფასება მისცა კარატე-დოს, როგორც საბრძოლო ხელოვნების სახეობას, რომელშიც შერწყმული იყო თავდაცვისა და თავდასხმის საშუალებები და აღნიშნა მისი ფართო განვითარების აუცილებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანოსაგან ასეთი მხარდაჭერის მიღების შემდეგ კენვა მაბუნიმ გადაწყვიტა ოსაკაში გადასულიყო და მთელი ცხოვრება იაპონიაში კარატე-დო შიტო-რიუს განვითარებისათვის დაეთმო. იმდენად, რამდენადაც კარატე-დო ძველისძველი ოკინავური ხელოვნებაა, ოსაკაში გადასვლისთანავე კენვა მაბუნი უამრავ სიძნელეს წააწყდა, ეს უპირატესად კარატე-დოს არასწორი გააზრებით იყო გამოწვეული. მაბუნი საჩ-ვენებელ გამოსვლებს ატარებდა პოლიციის უბნებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და ბუდისტურ ტაძრებშიც კი. მასისთვის განსაკუთრებით ძნელი აღსაქმელი აღმოჩნდა კატები, რომლებსაც ხშირად ,,მუშტების ცეკვას" უწო-დებდენენ. საზოგადოებრივი ინტერესის მისაპყრობად მაბუნის უხდებოდა ტამეშივარის (აგურებისა და ფიცრების მტვრევა) დემონსტრირება, რითაც იგი მაყურებელს ახალი საბრძოლო ხელოვნების ძალას აჩვენებდა. ყველა სიძნელის მიუხედავად, კენვა მაბუნი არჩეული გზის ერთგული რჩებოდა. მისი ტიტანური ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდა და შედეგად 1931 წელს შეიქმნა ორგანიზაცია ,,დაი-ნიხონ კარატე-დო კაი", რომელიც თანამედროვე შიტო-კაის წინამორბედი გახდა. ,,დაი-ნიხონ კარატე-დო კაი-ს" დამფუძნებელთა უმრავლესობა კენვა მაბუნის მოწაფე იყო და დღეს ისინი იაპონიის კარატე-დოს ფედერაციაში შიტო-კაის წარმოადგენენ, კენვა მაბუნის ხელოვნებას კი თავის მოწაფეებს გადასცემენ. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ იაპონია მძიმე ეკონომიკურ პირობებში აღმოჩნდა და კენვა მაბუნის დიდი ძალისხმევა და თავგანწირვა დასჭირდა ქვეყანაში კარატე-დოს აღსადგენად. კარატე-დოს კლუბები თანდათან აღორძინდა კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. ტარდებოდა ტურნირები უნივერსიტეტთა გუნდებს შორის, რასაც მალევე მოჰყვა იაპონიის ეროვნული ჩემპიონატი. კენვა მაბუნი 1952 წელს გარდაიცვალა.