ჰიროკაზუ კანაზავა
`კარატე დოს` ერთ-ერთი უძლიერესი ოსტატი ჰიროკაზუ კანაზავა 1931 წლის 3 მაისს ივატეს პრეფექტურაში დაიბადა. ოჯახში ხუთ ძმას შორის იგი ყველაზე უფროსი იყო. კარატეს შესწავლა შედარებით გვიან , 19 წლის ასაკში დაიწყო. 1951 წელს ჰიროკაზუ ტოკიოში, ნიხონის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად გაემგზავრა. აღნიშნულ უნივერსიტეტში იმხანად კარატეს ერთ-ერთი ძლიერი კლუბი მოქმედებდა, მაგრამ ყმაწვილს სურვილი ქონდა ევარჯიშა არა უბრალოდ ძლიერ, არამედ ყველაზე ძლიერ კლუბში, რომელიც მან ტაკოსუკოს უნივერსიტეტში აღმოაჩინა. კლუბი რთული ვარჯიშებით და მკაცრი კანონებით გამოირჩეოდა. მეცადინეობას მასატოში ნაკაიამა ატარებდა, შიგადაშიგ კი ვარჯიშებს თვით დიდოსტატი ფუნაკოში ატარებდა. ჰიროკაზუ კანაზავა ნაკაიამას და ფუნაკოშის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოწაფე იყო - სულ რაღაც წელიწადნახევარში მან პირველი დანიც დაიმსახურა. 1954 წლიდან ვარჯიში დაიწყო JKA- ს ხონბუ დოჯოში. 1956 წელს დამთავრა ტაკოსოკუს უნივერსიტეტი და JKA სთან განაგრძო თანამშრომლობა.
1957 წელს გაიმართა სრულიად იაპონიის პირველი ჩემპიონატი კუმიტეში, სადაც ჰიროკაზუ კანაზავამ პირველი ადგილი მოიპოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მამ ჩემპიონატის წინ მარჯვენა ხელი მოიტეხა, მაგრამ მაინც უარი არ თქვა შეჯიბრზე მონაწილეობაზე - ჰიროკაზუს არ სურდა გაენაწყენებინა მშობელი დედა, რომელიც ვაჟს მთელი არსებით გულშემატკივრობდა. ცნობილია ფაქტი, რომ ჰიროკაუს ფინალში გასვლა გადააწყვეტინა დედის სიყვებმა, რომ მას გარდა მოტეხილი ხელისა, ქონდა კიდევ ერთი ხელი და ორი ფეხი.
1958-59 წლებში მან ეს შედეგი გაიმეორა, მხოლოდ ამჯერად იგი ჩემპიონი გახდა როგორც კუმიტეში, ისევე კატაში, რაც თავისთავად უნივერსალური შედეგია და სპორცმენის მრავალმხრივ მომზადებაზე მიუთითებს.
ჰიროკაზუ კანაზავამ საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრების გზა განვლო. 1960 წელს დაინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების და ჰავაიზე შეფ-ინსტრუქტორად. 30 წლის ასაკში გახდა მეხუთე დანის მფლობელი. 1962 წელს დანიშნეს გერმანიის რესპუბლიკის შეფ-ინსტრუქტორად. 1966 წელს მეხიკოს მხოფლიო ჩემპიონატზე იყო ევროპის ნაკრების გუნდის მწვრთნელი. 1971 წელს მიიღო მეშვიდე დანი და გახდა JKA-ს საერთაშორისო განყოფილების შეფ-ინსტრუქტორად. პარალელურად მუშაობდა ინსტრუქტორ-დამრიგებლად იაპონიის რამდენიმე უნივერსიტეტში. 1972 წელს მოამზადა იაპონიის გუნდი პარიზის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. 1977 წლის დეკემბერში JKA-სთნ წარმოშობილი უთანხმოების გამო კანაზავა გამოეყო JKA-ს და ჩამოაყალიბა შოტოკან კარატე-დოს საერთაშორისო ფედერაცია (S.K.I.F.), რომელშიც გაწევრიანდა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ავსტრია, ბელგია, დანია, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, ჰოლანდია, შოტლამდია, ესპანეთი, შვედეთი, გერმანია, თურქეთი, კანადა, აშშ, ვენესუელა, ინდოეთი, ინდონეზია, მალაიზია, ტაივანი და სხვა. დრესდღეისობით ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 120 ქვეყანა.
1977 წელს მხოფლიოში კარატეს განვითარებაში დიდი დამსახურებისთვის ჰიროკაზუ კანაზავას მერვე დანი მიენიჭა, 2000 წელს კი - მეცხრე დანი. დღეს იგი მეათე დანის მფლობელი დიდოსტატია.