ნინძები
ვინ იყვნენ ნინძები
ნინცუძუს ხელოვნება იაპონიაში წარმოიშვა და განვითარდა ფეოდალური წყობილების პერიოდში, რომელიც ქვეყანაში 700 წელზე მეტხანს გრძელდებოდა. ყოველ ფეოდალს საკუთარ სამფლობელოში სპეციალური დანიშნულების მომსახურეები ჰყავდა, რომლებიც ჯაშუშურ ქსელებს აყალიბებდნენ, მათი დანიშნულება იყო უცხო საგვარეულოებიდან თავადების მომავალი ზრახვების შესახებ ინფორმაციის მიღება. ისინი უამრავ მავნე ღონისძიებებს ახორციელებდნენ; თავს ესხმოდნენ ხალხს, აჩენდნენ ხანძარს, იტაცებდნენ, ხოცავდნენ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და ყალბ საბუთებს, რითაც აბნევდნენ მოწინააღმდეგეებს და მათ შორის შუღლს აგდებდნენ.
ქვეყანაში საიდუმლო ომების წარმოების მნიშვნელოვან ამოცანას სხვადასხვა კლანის წარმომადგენლები წყვეტდნენ, ისინი საზოგადოებრივი იერერქიის მიღმა იდგნენ და საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს არ ემოჩილებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ზიზღით და უფრო მეტიც, მათ გარეშე ომებს ვერ აწარმოებდნენ. დროთა განმავლობაში კლანებში სპეციფიკური შიდა დისწიპლინა ჩამოყალიბდა, რომელიც უმთავრეს მიზნად თეორიული და ტექნიკური გეგმების შემუშავებას ისახავდა, როგორიცაა მაგ: მოწინააღმდეგის რიგებში ფარულად შეღწევა, მათი საიდუმლოებების შესწავლა, ვერაგული თავდასხმა და განადგურება. ყოველივე ამან მიიღო სახელწოდება „ნინძუცუ“ - ფარულად ყოფნის ხელოვნება. ნინძუცუ სამ საფეხურადს იყოფა: დაბალი, საშუალო და უმაღლესი. დაბალს - მიეკუთვნება მომზადების ის კომპლექსი, რომელიც აუცილებლად ესაჭიროება სამხედრო დაზვერვას და დივერსანტებს, პოლიტიკურ ტერორისტებს და პარტიზანული ომების მებრძოლებს. მეორე - ეს არის აგენტური დაზვერვა, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით: გადმოპირების და კონსპირაციის მეთოდები, აგენტისა და აგენტური კომბინაციების კლასიპიკაცია, მოწინააღმდეგის გამოყენების ილეთები, ინფორმაციის მოკრების და ანალიზის მეთოდები და ა.შ. მესამე - ანუ უმღლესი, წარმოადგენს ერთგვარ მეცნიერებას განსაკუთრებული პოლიტიკური აქციების შესახებ: ფართომაშტაბიანი პროვოკაციებისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, საგანგებო სიტუაციების შექმნა და პოლიტიკური მოვლენების დაჩქარება სასურველი მიმართულებით.
ნინძებმა იაპონიაში თითქმის ერთი საუკუნე იარსებეს და ქვეყნის სამხედრო - პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლი ითამაშეს. ისინი დამოუკიდებლად სოციალურ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ. მათ უცხო ფეოდალებისაგან განსხვავებით საკუთარი ინტერესები ჰქონდათ. თავიდან მიაჩნდათ, რომ ნინძები მათ სასიკეთოდ მუშაობდნენ, სინამდვილეში კი ისინი ამ უკანასკნელთ საკუთარი კლანების მომძლავრებისათვის იყენებდნენ.
ნინცუძუ უწინ და დღეს
დღევანდელი იაპონია ზეთანამედროვე ქვეყანაა, თუმცა საკუთარ ისტორიულ წარსულს წმინდანის ტოლფასად მიაგებს პატივს. იაპონელები შორეული წარსულით დაინტერესებულნი არიან და არც ნინძების მიმართ დარჩენილან გულგრილნი.
იაპონიის იმ ტერიტორიაზე, სადაც ნინძას უძველესი კლანები ცხოვრობდნენ, აჟამად მუზეუმებია გახსნილი. მეცნიერები გულდასმით იკვლევენ დღემდე შემონახულ დოკუმენტებს. ნინძების საიდუმლოებებში ჩაწვდომას, ღრმა კომპიუტერული დაკვირვებების მეშვეობით და სპეციფიკური შიფრების ამოცნობით, მხოლოდ მაღალი დონის პეციალისტები ახერხებენ.
ჭორის დონეზე ცნობილია, რომ იაპონიაში ნინძას საიდუმლო სკოლები ამჟამადაც არსებობენ, რომელთა აღზრდილები მომსახურებისათვის საკმაოდ სოლიდურ თანხებს ითხოვენ.
ნინძები ძველი იაპონიის „სუპერმენებს“ წარმოადგენდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ამ სიტყვების უარყოფითი გაგებით. ისინი თავიანთი სიმკაცრით და უნდობლობით ბოროტებას ემსახურებოდნენ, იყვნენ საიდუმლო ჯაშუშები, მკვლელები, გამტაცებლები და მოღალატეები, რომლებიც ხალხს და ქვეყანას დაღუპვისკენ უბიძგებდნენ. მიუხედავად ამისა, ნინძები საბრძოლო ხელოვნების დიდი ოსტატები იყვნენ. ფლობდნენ სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღს. ამავე დროს მათ მიაწერენ ისეთ თვისებებს, რომლებიც ძნელად მისაღებია არა მხოლოდ საღი აზრისთვის, არამედ მეცნიერებისთვისაც. მაგალითად ის, რომ მათ შეეძლო ფრენა როგორც ჩიტებს, კედელზე და ჭერზე ცოცვა,როგორც ამბობენ, დადიოდნენ წყლის ზედაპირზე, ბაძავდნენ სხვადასხვა ცხოველს, კვამლთან ერთად უჩინარდებოდნენ, მზერით ან შეძახილით შეეძლოთ ადამიანის მოკვლა და ა.შ.
ხშირად ყოველივე ამას საფუძვლად ნინძას ეშმაკთან უშუალო კონტაქტს ასახელებდნენ. ტუმცა დღეისათვის ცნობილია, რომ ნინძას მოხერხებულობას და მის საკვირველ ტრიუკებს ყოველთვის ჰქონდა რაციონალური საფუძვლები და თავის მხრივ, ეს მზვერავები საკმაოდ უბრალონი იყვნენ. ამის თვალსაჩინო მაგალითს იგა-უენოში (მიას პრეფექტურა), „ნინძა იასიკის“ მუზეუმში შემონახული საბრძოლო აღჭურვილობა და იარაღი წარმოადგენს.
ნინძას შესახებ წარმოდგენები, როგორც ჯოჯოხეთის მოციქულებზე, უძველესი წარსულიდან მომდინარეობს. ფეოდალური იაპონიის საზოგადოება რამოდენიმე ფენად იყო დაყოფილი, სათავეში თავადი (დაიმიო) იდგა. შემდეგ პროფესიონალი მებრძოლები ( სამურაები), უფრო დაბალ ფენებს მიეკუთვნებოდნენ გლეხები, ეკლესიის მსახურნი, ხელოსნები, ვაჭრები და ბოლოს „ბინძურები“ (ბურაკუმინები). ამ იერარქიაში ნინძებს თავისი ადგილი არ გააჩნდათ, ისინი საზოგადოების და კანონს მიღმა იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მათ წრეში სრულიად განსხვავებული და მხოლოდ მათთვის მისაღები კანონები მოქმედებდნენ.
სამურაი არანაირ სიტუაციაში, ბრძოლის დროსაც კი, თავისი სურვილისამებრ არ მოქმედებდა, იგი ღირსების, მოვალეობის და დიდსულოვნების იმ კანონებს ემორჩილებოდა, რომლებზეც „ბუშიდოს“ კოდექსი მიუთითებდა, სამურაი არ უშინდებოდა არავითარ საფრთხეს, თვით სიკვდილსაც კი. ბრძოლა პატიოსნად უნდა წარემართა და სიცოცხლის ბოლომდე თავისი ბატონის ერთგული დარჩენილიყო. ნებისმიერი უღირსი საქციელი (თუ კი ასე მიიჩნევდა ბატონი, მეგობრები ან თავადვე), სამურაის თვითმკვლელობით (ჰარაკირით) უნდა გამოესყიდა.
ნინძა თავის მხრივ ერთგულების გარკვეულ მაგალითს წარმოადგენდა, მაგრამ ის მხოლო თავისი კლანის ერთგული იყო და არა ცალკეული ფეოდალებისა, რომლებიც ნინძების საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენებას ცდილობდნენ. ნინძა თავის იდეალებს არასდროს ღალატობდა. ნებისმიერი მოქმედების დროს უპირატესობას საბოლოო შედეგს ანიჭებდა და არა მისი მიღწევის მეთოდებს. ამის გამო სამურაები მათდამი სიძულვილს გამოხატავდნენ და ნინძების ტაქტიკას „წესების გარეშე თამაშს“ უწოდებდნენ.
1615 წელს სიოგუნმა იეასუ ტოკუგავამ ქვეყნის გაერთიანება დაასრულა და მკაცრი ცენტრალიზებული მართველობა დაამყარა. ამით მან იაპონია გარესამყაროსგან სრულ იზოლაციაში მოაქცია. ტოკუგავას რეჟიმი 1868 წლის მეიძის რევოლუციამდე, 253 წელიწადს გაგრძელდა.
ტოკუგავას ეპოქაში ნინძების - „ჰინინს“, არაადამიანებს ეწოდებდნენ. ხელიუსუფლების ტყვეობაში მოხვედრილ ნინძას სამარცხვინო სიკვდილით დასჯა ელოდა. მას სჯიდნენ არა კონკრეტული დანაშაულისთვის, არამედ უბრალოდ არსებობისთვის.
შუა საუკუნეებში ნინძები თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ. პირადი ინტერესებისთვის აწარმოებდნენ ბრძოლას - „ ყველა ყველას წინააღმდეგ“. ნინძები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, იაპონიის საზოგადოება და მაღალჩინოსნები მათ წინააღმდეგ დაირაზმნენ. ტოკუგავას მკაცრი მმართველობის პერიოდში ნელ-ნელა, განუხრელად ჩამოსცილდნენ ისტორიულ არენას და საბოლოო ჯამში საერთოდ დაიკარგნე.
ნინძას საბრძოლო ფუნქციები
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ნინძები კარგად გაწვრთნილ ჯაშუშებს წარმოადგენდნენ, ამასთანავე ისინი აგროვებდნენ საიდუმლო ინფორმაციას, აწარმოებდნენ დივერსიულ აქტებს და მკვლელობებს, თუმცა ძირითადად მაინც დაზვერვით იყვნენ დაკავებული. მოწინააღმდეგის ბანაკში ფარულად შეღწეული ნინძა მტრის ჯარისკაცების ფიზიკური და მორალური მდგომარეობის, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვების ცდილობდა. ადგენდა მებრძოლთა რიცხვს და მათ ხელით არსებული იარაღის ხარისხსა და რაოდენობას. აგრეთვე იკვლევდა მტრის მიერ შემდგომი შეტევების და ბრძოლისთვის წინასწარ შემუშავებულ გეგმას. ამგვარი ინფორმაციების მოპოვების მიზნით ნინძები ხშირად მოწინააღმდეგე მხარესთან, ვაჭრებისა და ეკლესიის მსახურთა სახით შენიღბული, ამყარებდნენ ყალბ მეგობრულ ურთიერთობებს. ამ საქმეში განსაკუთრებულ წარმატებებს ქალი ნინძები აღწევდნენ. ბატონის ნდობით აღჭურვილ ქალს ბატონის სახლიდან ახალი ინფორმაციები გამოჰქონდა. მას შეეძლო ჯარისკაცებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება, ხშირ შემთხვევაში მათ ცოლადაც მიჰყვებოდნენ და ამგვარად მრავალი საიდუმლოების ამოცნობას ახერხებდნენ.
ნინძების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების პროცესი იყო. ადრეული ასაკიდან ისინი გრძელ მანძილზე სირბილში იწაფებოდნენ. ფიზიკური ამტანობის ხარჯზე სწრაფად და დიდხანს სირბილი სასურველ ადგილზე უმოკლეს ვადაში საჭირო ინფორმაციის მიწოდების საშუალებას იძლეოდა.
მტრის დაბნევის მიზნით ნინძას ხშირად ცრუ წერილობით ინფორმაციას ატანდნენ და მოწინააღმდეგის ტყვეობაში შეგნებულად აგდებდნენ. ეს ბატონისთვის განწირული ნინძას შესრულებული უკანასკვნელი დავალება იყო.
ბრძოლის დროს ნინძები დივერსანტის სახით მოწინააღმდეგეს პატარ-პატარა ჯგუფებად უტევდნენ. შემდეგ კი, დაიმიოს ძირითადი ძალების მიმართ მტრის მებრძოლთა ყურადღების გაფანტვის მიზნით, სხვადასხვა მხარეს გარბოდნენ.
მკაცრ პირობებში გაწვრთნილი ნინძები კარგად ფლობენ სხვადასხვა სახის საბრძოლო იარაღს, ამზადებენ და იყენებენ საწამლავებს. ფარულად და მოხერხებულად აღწევენ შენობებში, სწრაფად და უყოყმანოდ იმეტებდნენ ადამიანს სასიკვდილოდ. ამ შესაძლებლობის ხარჯზე ნინძებმა ცალკეული დაიმიოების გვერდით ფასდაუდებელი მკვლელების ადგილი დაიმკვიდრეს.
ტრადიციულად ნინძები ხუთ კატეგორიად იყოფიან.
1. „ბუნებრივი აგენტი“ - ეს არის მეკავშირე ადამიანი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, რომელიც კარგად იცნობს იქაურ გეოგრაფიას, მოსახლეობას, ტრადიციებს და სრულფასოვნად ფლობს მათ ენებს. ასეთი აგენტის ყოფა ყოველთვის თვალსაჩინოა ადგილობრივი მაცხოვრებლის და კარისკაცებისთვის, რის გამოც მისი ყოველი მოქმედება დიდ რისკს უკავშირდება.
2. „ შინაგანი აგენტი“ - ეს არის მტრის მხრიდან გადმობირებული ნინძა, რომელიც საკუთარი დაიმიოს მიმართ უკმაყოფილო და განაწყენებულია, მისი საღი აზრი სიხარბემ და ქონების მოხვეჭის სურვილმა გადაწონა და მისი ბატონის წინაშე დადებული ერთგულების ფიციც აღარაფრად მიჩნი.
3. „სამუდამო აგენტი“ - ეს იყო ყველაზე მაღალკვალიფიირებული ნინძა, რომლის ვინაობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მისთვის მოწინააღმდეგის ნებისმიერი ტერიტორია ხელმისაწვდომი იყო. ასეთი ნინძები მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ დაიმიოს ემსახურებოდნენ და დავალების შესრულების შემდეგ თავის ბატონთან ბრუნდებოდნენ.
4. „ორმაგი აგენტი“ - მოწინააღმდეგის კლანებიდან გადმოპირებული ნინძა, რომელიც ვიზუალურად თავისი პირველი ბატონის ერთგული იყო, სინამდვილეში კი ვინც მეტს გადაუხდიდა, მას ემსახურება.
5. „განწირული აგენტი“ - ეს იყო ცრუ შეტყობინებებით წარგზავნილი ნინძა, რომელიც დავალების სწორედ შესრულების შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ტყვედ უვარდებოდა. ცრუ ინფორმაციას კი მტერი შეცდომაში შეყავდა. ასეთ ნინძას საშინელი წამებით სიკდილი ელოდათ.
ნინძუცუსჭეშმარიტი არსი
იაპონური იეროგლიფი “ნინ“ ორი მნშვნელობით მოიაზრება: პირველი - “გამძლე“, “მომთმენი“, “მტკიცე“, “უდრეკი“, მეორე - “საიდუმლო“, “შეუმჩნეველი“, “ფარული“. იეროგლიფი “ძა“, კი “პიროვნებას“, “ინდივიდს“ აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, ნინძა სწორედ ის ადამიანია, რომელიც საიდუმლოდ და შეუპოვრად მოქმედებს. ხოლო სიტყვა ნინძუცუ “საიდუმლო მოქმედებების ხელოვნებას“ ნიშნავს. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ იეროგლიფი “ნინ“ ორი მცირე ნიშნისგან შედგება, რომელთაგან ზედა ცივი იარაღის პირის სიმბოლოა, ხოლო ქვედა - “გულის“ ან “ სულის“ აღმნიშვნელი. ამგვარად, იეროგლიფი “ნინ“ ყველაზე სწორედ შემდეგნაირად იკითხება: “მტერმა ჩემს გულს ალესილი იარაღი დაუპირისპირა და სიკვდილით მემუქრება, მაგრამ მე გავმაგრდები და გავიმარჯვებ!“
ოსტატი ტიკამაცუ ტიშიცუგუ, რომელსაც თავის დროზე მონგოლური ვეფხვი შეარქვეს, თავის წიგნში “ნინძუცუ ხიკეცუ ბუნ“ წერს: “სამყარო იტევს ყველაფერს, რასაც ჩვენ ცუდსა და კარგს ვუწოდებთ. ამქვეყნად ყოველგვარ კითხვაზე პასუხს იძლევა და ყველანაირ პრობლემას წყვეტს. ნინძა, რომელიც მას საკუთარ თვალს, გულს და გონებას გაუხსნის, სამყაროში მიმდინარე ცვლილებების შეგრძნების უნარს იძენს და ზეციურ ნებას ჩაწვდება, ის ყველანაირ სიტუაციას ეგუება და გარემო პირობების მიხედვით ცვალებადობა ახასიათებს. წინამდებარე მოვლენების მიმართ ინტუიციური წინათგრძნობა გააჩნია. ნინძა ყოველთვის მზადყოფნაშია. მისთვის “მოულოდნელობა“ და “შეუძლებელი “ არ არსებობს, ის ყოველთვის იმარჯვებს.
ნინძას ხელოვნება მტრის დამარცხებას ითვალიწინებს, ის საკუთარ გამარჯვებაში ყოველთვის დარწმუნებულია; არ აწუხებს შიში და მრისხანება. სწორედ ამაში ძევს ნინძუცუს ჭეშმარიტი სული!
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ნინძა მარტოდმარტო მოქმედება, მაგრამ, იმავდროულად, ის მარტო არასდროს იყო. იგი თავს იმ კლანის ერთიანი ორგანიზმის ნაწილად გრძნობდა, რომელსაც ემსახურებოდა. ნინძა გარესამყაროს ერწყმოდა, რის გამოც მისი მოქმდებები სავსებით ბუნებრივი იყო და მეტწილად არა გონებით, არამედ ინსტიქტებით და საკუთარი ინტუიციით განისაზღვრებოდა.
ნინძუცუს ისტორიიდან
ჩინეთისა და იაპონიის კულტურის კარგად შესწავლაც კი არ კმარა იმისთვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ ნინძას წარმოშობის, მისი ცხოვრების წესის და ფსიქოლოგიის საიდუმლოებებს. სამწუხაროდ ამის სრულფასოვან საშუალებას არ იძლევა ის წყვეტილი სახის ინფორმაცია, რომელიც ისტორიამ დღემდე მოგვაწოდა.
VI საუკუნეში ჩინეთი ორ მსხვილ სახელმწიფოდ - ვეი, ლიანი და რამოდენიმე წვრილ სამთავროდ იყო დაყოფილი, რომლებიც ურთიერთშორის გამუდმებით ქიშპობდნენ. ომებმა სახელმწიფო მოასუსტა და მომდევნო საუკუნის დასაწყისში ძალაუფლება ტანის დინასტიამ იგდო ხელთ. იმპერიაში სამი რელიგიურ - ფსიგოლოგიური სწავლება არსებობდა: დაოსიზმი, კონფუციანელობა და ბუდიზმი. ბუდიზმი, რომელიც ჩინეთში პირელი საუკუნის შუახანებში გავრცელდა იმდენად მომძლავრდა, რომ ხელისუფლებამ რელიგიად გამოაცხადა.
ბუდიზმის მიმდევრები ჩინეთში ორ ძირითად ჯგუფად იყოფოდა: პირველი - ტაძარში მცხოვრებნი (ისინი უმრავლესობას წარმოადგენდნენ), მეორე - ქვეყანაში მოხეტიალე ბერები, რომლებიც ოფიციალურისგან საკმაოდ განსხვავებულ შეხედულებებს ქადაგებდნენ.
მოხეტიალე ბერები (ლუგაი) თანდათანობით ქვეყნის ფარგლებს გარეთ - კორეაში, ვიეტნამში გადავიდნენ და VII საუკუნის დასაწყისში იაპონიაშიც შეახწიეს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობა ამგვარ მოხეტიალე ბერებს ყოველთვის დევნიდა. მათ ბუდისტური სარწმუნოების დამახინჯებასა და ჯადოქრობაში ედებოდათ ბრალი. ხელისუფლება მკაცრ ზომებს მიმართავდა, მაგრამ ბერები წინააღმდეგობას უწევდნენ.
ისინი ხშირად აჯანყებულთა და ყაჩაღთა დაჯგუფებეფთან ერთიანდებოდნენ. ამის ნიადაგზე ეტაპობრივად, მათ რიგებში ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის ერთგვარი სისტემა ჩამოყალიბდა, რომელსაც “ლუგაი მენ“ – “მდაბიო ბერების სწავლების კარიბჭე“ ეწოდა. სისტემაში თავმოყრილი იყო შენიღბვის და გარდასახვის ხელოვნება, ექიმბაშობა, წამლების დამზადება, ჰიპნოზის ტექნიკა, ტრანსში შესვლა და ა.შ. ეს სპეციალური ცოდნა მოხეტიალე ბერებს მათ წინ არსებული ყოველგღიური წინააღმდეგობის გადალახვაში ეხმარებოდა.
ნინძების მომზადება
იმის მიღწევა, რასაც ნინძები ახერხებდნენ, მხოლოდ ხანგრძლივი და მძიმე ვარჯიშების შედეგად იყო შესაძლებელი.
ნინძების საბრძოლო ხელოვნება მემკვიდრეობით გადაეცემოდათ. ისინი იმ ოჯახის შვილები იყვნენ, სადაც ამ ხელოვნებას ეუფლებოდნენ. ხშირად კლანში გადაგდებული ბანშვები ხვდებოდნენ, რომლებიც ადრეული ასაკიდან იწყებდნენ სპეციალურ მომზადება, ხოლო მრავალწლიანი და სერიოზული მომზადების შემდეგ კლანი კიდევ ერთ ღირსეულ და მაღალკვალიფიციურ მებრძოლს იძენდა.
ლანის სრულფასოვან წევრის სტატუსის მოპოვებისთვის ნინძას მოეთხოებოდა:
1,მასწავლებელთან დამოკიდებულებაში სრული ლოიალობა და საკუთარი ვალდებულებების მიმართ ერთგულება;
2,გამბედაობა, საიმედოობა, სტრატეგიულად მოწინაარმდეგის დაჯაბნა, ცბიერება, უშიშარობა;
3. კონფუციანური ან ბუდისტური რელიგიის მიმდევრობა;
4.საჭირო ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრების უნარი, მისი მოცულობის მიუხედავად;
5. ნებისმიერი სახის პირადი სურვილების უგულებელყოფა;
6. ინტუიციურობა და გაწონასწორებულობა;
7.ანალიტიკური აზროვნება, ვალდებულებების შესრულება;
8. “ბუშიდეოს“ კოდექსის ცოდნა (თუმცა მისი მოთხოვნილებებისადმი მორჩილება ნინძასთვის სავალდებულო არ იყო);
9. მებრძოლი, გმირული სული;
10. საკუთარი კლანისადმი ერთგულება;
11. რაც შეიძლება მეტი ხალხების ტრადიციის, კულტურისა და ენის ცოდნა;
12. ნინცუძუს, როგორც ყველაზე საუკეთესო საბრძოლო ხელოვნებად აღიარება;
13. წერა-კითხვა, სიმღერა, ცეკვა, აგრეთვე მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, იმიტაცია და განსახიერება;
ტკივილის ატანა, სიკვდილთან პირისპირ უშიშრად დგომა;
ნინძას ვარჯიშები
სერიოზულ ვარჯიშს ნინძები რვა წლიდან იწყებდნენ. მანამდე ბავშვები წერა-კითხვას სწავლობდნენ, სხვადასხვა ცხოველის და ფრინველის მიერ გამოცემულ ხმას ბაძავდნენ. დაძვრებოდნენ ხეებზე, ისროდნენ ქვებს. აღსანიშნავი კი ის არის, რომ მებრძოლი ნინძას გზა, მათი მთავარი გზა იყო, რომლითაც ამაყობდნენ და ყოველთვის სჯეროდათ მისი.
რვა წლის ასაკიდან ბავშვის ვარჯიშები ერთგვარ სახეცვლილებას განიცდიდა. არსებობს სამი სახეობის ვარჯიში: გრძნობის, სხეულის და გონების.
გრძნობის ვარჯიშები ინსტიქტების და გრძნობების განვითერებისკენ იყო მიმართული. ახალგაზრდა ნინძები ნებისმიერი სიტუაციის მისთვის სასარგებლოდ გამოყენებას სწავლობდნენ. აგრეთვ სახიფათო მდგომარეობაში სწორედ მოქმედებას, სხვადასხვა სირთულეების (სიცხე, სიცივე, შიმშილი, წყურვილი, ტკივილი) გადატანას, ადამიანთა ხასიათების ამოცნობას, გაბედულად დახვედრას და მათ მიმართ სწრაფ რეაგირებას ეუფლებოდნენ.
სხეულის წვრთნა, მისი ყოველი ნაწილის ფორმირებას და განვითარებას ითვალისწინებდა. ყურადღება ეთმობა თითოეული ორგანოს არა მხოლოდ ერთი, არამედ რამოდენიმე ფუნქციის განვითარება, რაც თავისთავად სხეულის ჭეშმარიტ მძლავრ, საბრძოლო იარაღად აყალიბებდა. ამგვარი ვარჯიშები ნინძას სხეულს იმ სამუშაოებისთვის ამზადებდა, რომელიც ცხოვრების მანძილზე სისტემატურად უნდა შეესრულებინა. მას წინ მებრძოლის მძიმე ცხოვრება ელოდა.
გონებრივი ვარჯიშები ნინძას ტაქტიკისა და სტრატეგიის ფორმირებაში ეხმარებოდა. ეცნობოდა მედიცინას, სწავლობდა საწამლავების და ფეთქებადი ნივთიერებების დამზადებას, ამინდის ამოცნობას, ფილოსოფიას, სიმბოლოებს და რელიგიას. შენიღბულ ნინძას იმ ადამიანის საქმიანობის შესრულება შეეძლო, რომლის როლსაც ის მოცემულ სიტუაციაში თამაშობდა.
ნინძას მოქნილი სახსრები
როგორც წესი, ყველაზე ფრთხილი და იღბლიანი მეომრებიც კი არ არიან შემთხვევითობისაგან დაზღვეული. გაუთვალისწინებელ ქმედებებს კი, ხშირად ტყვედ ჩავარდნა მოჰყვება, რაც მებრძოლისთვის შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს.
საკუთარი სხეულისა და სახსრების ფლობას ნინძას ბავშვობიდან ასწავლიდნენ. მოქნილი სახსრების მეშვეობით, ხელ - ფეხ შებოჭილი ნინძა ტყვეობიდან თავის დაძვრენას თავისუფლად ახერხებდა. მათ სპეციალური ვარჯიშების შედეგად განვითარებული - თითების, მაჯის, მხრის, თეძოს, მუხლის, და ა.შ. სახსრების სასურველი მიმართულებით მანიპულირება შეეძლოთ.
მოქნილი სხეულის ხარჯზე ნინძა - ვიწრო, მოკლე და დაბალ ფართში (სათავსოში, სივრცეში) მოთავსებასაც ახერხებდა, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელი იყო. მაგალითისთვის: საჭიროების შემთხვევაში მოკუნტულ მდგომარეობაში ცხოველის მსგავსად, მცირე მოცულობის ორმოში ძვრებოდა. გაუჩინარების მიზნით მცირე ზომის ყუთში თავსდებოდა, რომელიც იმდენად პატარა იყო, რომ მასში ადამიანის მოთავსება აზრად არავის მოუვიდოდა. თუმცა სახსრების მოქნილობას დადებით მხარეებთან ერთად უარყოფითიც გააჩნდა. გადაჭარბებული დატვირთვის გამო ნინძები ხშირად ართრიტით ავადდებოდნენ და მთელი ცხოვრება იტანჯებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სახსრების მოქნილობაზე ვარჯიშს ნინძების ყველა კლანი დიდი ყურაღებას უთმობდა. ამიტომ, ტყვედ ჩავარდნილი ნინძების დამორჩილების (შებოჭვის) მიზნით განსაკუთრებული მეთოდებიც გამოიგონეს; მუხლებზე მდგომ ნინძას, წელს უკან, ხელის და ფეხის ცერა თითების ბაწრით ერთმანეთზე უბამდნენ, რითაც მას ტყვეობიდან თავის დაღწევის შანსს პრაქტიკულად აღარ უტოვებდნენ.
უძრავ მდგომარეობაში ყოფნა
საბრძოლო დავალებისას ნინძებს ხშირად დიდი ხნის განმავლობაში გაუნძრევლად ყოფნა უწევდა. მტრის ტერიტორიაზე შეპარული და ბნელლ ჯუთხეში შეყუჟული ჯაშუში, მოწინააღმდეგეზე ტავდასხმისათვის შესაფერის მომენტს გარინდული ელოდა. ეს რთული პროცესი რამოდენიმე საათს ან დღეს გრძელდებოდა. ყოველივე ამის დასაძლევად ნინძას სპეციალური ცოდნა და მომზადება ესაჭიროებოდა., რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში მას წამებით სიკვდილი არ ასცდებოდა.
ადამიანისთვის ნაცნობ გარემოში, უცხო პირის არ ყოფნის ილუზიის შესაქმნელად, ნინძები სუნთქვის გაკონტროლებას ეუფლებოდნენ, რომლის მთლიანობაში ჰათჰა იოგას სუნთქვით ვარჯიშებს ეყრდნობოდა. საჭიროებისას ნინძები ჩეულებრივზე უფრო მშვიდად და ხანგრძლივი პაუზით (ორი წუთის განმავლობაში ერთი შესუნთქვა) სუნთქავდნენ. ნესტოებს ბამბით იცობდნენ, რითაც სუნთქვის ხანგრძლივობაც მატულობდა და ხმაც არ ისმოდა.
წყლის და საკვების დიდი მარაგს ნინძები თან ვერ ატარებდნენ, თუმცა რამოდენიმე დღის მანძილზე თავის გატანა უიმისოდაც შეეძლოთ. უკიდურეს შემთხვევაში კი ისინი მხოლოდ წყურვილს იკმაყოფილებდნენ.
ხტუნვები
ხტუნვის განმავითარებელ ვარჯიშებს, ნინძების საერთო ფიზიკურ მომზადებაში დიდი ყურადღება ეთმობა. მათ ხშირად ხეებზე, კედლებზე, სახურავზე და სხვა ადგილებზე ხტომა უწევდათ.. მოსამზადებელი ვარჯიშები შედგებოდა სიგრძეზე, სიმაღლეზე, ტყუპი ფეხით, დიაგონალზე და გვერდზე ხტომისაგან.
მაღალი ნახტომის შესრულებისათვის ნინძებს თავიანთი მეთოდები გააჩნდათ. ერთ-ერთი მათგანს ორმაგ ცხენს უწოდებდნენ. ამ კონკრეტულ მოქმედებაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. ერთი ნინძა ჩამჯდარ მდგომარეობაში მეორეს მხარზე ედგა. წინაღობასთან (კედელთან) მიახლოების შემდეგ ორივე ნინძა სრული ურთიერთგაგებით მოქმედებდა. დაბლა მდგომი - გარბენის, საკუთარი სხეულის მაქსიმალური გაზნექის და მხრების ზემოთ აკვრის ხარჯზე - პარტნიორის ზემოთ ასროლა. ეს საკმაოდ რთული ფანდი იყო, ვინაიდან ორი ადამიანის მიერ კარგად მომზადებულ, ურთიერთშეთანხმებულ და კოორდინირებულ მოქმედებას მოითხოვდა.
წონასწორობის დაცვა
მოულოდნელობით და სახიფათო სიტუაციებით აღსავსე ცხოვრებაში ნინძას, როგორც დავალების წარმატებით შესრულებისათვის, ასევე სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მუდმივი ზრუნვა უწევდა. მოსამზადებელი ვარჯიშების სისტემაში სხეულის წონასწორობის დაცვის გამომუშავებას, ნინძების ნებისმიერ კლანში ბავშვობიდანვე დიდ ყურადღებას უთმობდნენ. სავარჯიშოდ ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას ხის მორი წარმოადგენდა. თავიდან ის საკმაოდ მსხვილი იყო თანაც ძირს იდო. ხოლო შემდეგ ნელ-ნელა ათხელებდნენ და ძირიდან უფრო მაღლა სწევდნენ. კარგად ნავარჯიშები ნინძისთვის, კლდეებს შორის, უფსკრულზე გადაჭიმულ თოკზე გადაადგილება დიდი სირთულეს არ წარმოადგენდა. ღამ-ღამობით კედლებზე და სახურავზე სწრაფად მოძრაობისათვის ნინძებს წონასწორობის დაცვა და კარგად განვითარებული ქვედა კიდურები ესაჭიროებოდათ. ყოველივე ამის დასახვეწად ისინი სამ ძირითად სავარჯიშოს იყენებდნენ:
1. ხეებს შორის გადადებულ გრძელ ბამბუკის ჯოხზე (ან ჩვეულებრივ ფიცარზე), ფეხის ცერებზე მდგომი ნინძა, რაც შეიძლება სწრაფად და დიდხანს დარბოდა.
2. ნინძა ხის ქოშებს - „გეტას“ იცვამდა, რომელსაც ძირზე (10-15 სმ-იანი) ხის ორი თამასა ეკეთა, ხოლო ზემოდან კი ტერფზე წამოსაცმელად ტყავის თასმა ჰქონდა დამაგრებული. ასეთი „ფეხსაცმლით“ ნინძა ქვა-ღორღიან, დარარულ, ძნელად სავალ ადგილებში მოძრაობდა, დახტოდა თხრილზე, ორმოზე და წონასწორობის დაცვას სწავლობდა.
3. ბამბუკის ორი ჭოკი, რომლის ოთხივე ბოლოზე პირამდე წყლიტ სავსე თიხის ქოთანი ეკიდა, ნინძას მხრებზე ჰქონდა გადადებული. მაქსიმალურად მობილიზებული და კონცენტრირებული ნინძა სირბილის, ხტუნვის, ბუქნისა და ბრუნვის დროს, ქოთნებში წყლის საწყისი ოდენობის შენარჩუნებას ცდილობდა.
მხრის, წინამხრის და მტევნის ვარჯიშები
როგორც ქვედა კიდურების ასევე, ხელების განმავითარებელ სპეციალურ ვარჯიშების ასათვისებლად ნინძა სრული ძალისხმევით ზრუნავდა.
მას ხშირად მოქმედების არიდან გაქცევა უწევდა. ამიტომ სპეციალური აღჭურვილობის და იარღის გარეშე დარჩენილს, მტერთან შიშველი ხელით ბრძოლა უხდებოდა.
ხელის გულის გვერდითი ნაწილით ნინძას სხვადასხვა მყარი საგნის მტვრევა და მოწინააღმდეგის განადგურებაც კი შეეძლო. მტევნების გასამაგრებლად ნინძები ქვიშაში თიღებს ღრმად ასობდნენ. შემდეგ ქვიშის ნაცვლად მიწაზე ვარჯიშობდნენ, ბოლოს კი კენჭებზე. ამ სავარჯიშოების შედეგად გამოწრთობილი თითებით ნინძას ლითონის ფირფიტის გახვრეტაც ხელეწიფებოდა, მაგრამ მყარი საგნების დასამსხვრევად მხოლოდ ფიზიკური ძალა როდი კმარა. იამა- ბუშის ბერებთან სპეციალურ ფსიქოლოგიურ ვარჯიშებს ნინძები მთებში გადიოდნენ, რის შემდეგაც ისინი, გონების და ენერგიის ერთ წერტილში თავმოყრით, ეფექტურ მოქმედებებს ახორციელებდნენ.
ეს პროცესი შეიძლება რამოდენიმე სტატიად დაიყოს:
1. მოდუნება;
2. სიმძიმის ცენტრის შუაგულში გადატანა;
3. ღრმა და რითმული სუნთქვა;
4. მოქმედების დაწყებისათვის ფსიქოლოგიური განწყობა, გონებაში წარმოსახვის და შეგრძნების დონეზე მისი შესრულება;
5. მოქმედების შესასრულებლად სხეულის ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმის სრული მობილიზება;
6. დაბოლოს, როდესაც ადამიანი დროებით და მართვად ტრანსში იმყოფება (რის მიღწევასაც დიდი ძალისხმევა ესაჭიროება), ხდება საგნების ვიზუალურად სხვაგვარი აღქმა, აგრეთვე სივრცის, დროის და მასის განსხვავებული შეგრძნება. წარმოიშობა ტკივილისადმი უგრძნობლობა. სწორედ ამ დროს სრულდება გდამწყვეტი დარტყმა და მასთან ერთად სხეულიდან სასურველი მიმართულებით დიდი ენერგია გადმოიფრქვევა.
ჩავლებები
გამანადგურებელ დარტყმებთან ერთად, არანაკლებ ეფექტურ საშუალებას ნინძას რკინისებური ჩავლება წარმოადგენდა. ის ხელის ჩავლებით ამსხვრევდა მყარ საგნებს. შეეძლო ადამიანისთვის სახსრების გადამტვრევა და ლითონის საგნებისთვის ფორმის შეცვლა.
ყოველივე ამის მისაღწევად ნინძა შემდეგ ვარჯიშებს ასრულებდა:
1. წყალში მუჭის შეკვრით და გაშლით ნინძა ხელებს იმაგრებდა. მეტი ეფექტისთვის ანალოგიურ ვარჯიშს წყლის ნაცვლად ქვიშაშიც ასრულებდნენ.
2. ქვიშით სავსე ქოთნები ნინძას თითებით ეკავა და რამოდენილე საათის განმავლობაში ხელიდან არ უშვებდა. ამ ვარჯიშების მეშვეობით მაჯა და თითები განსაკუთრებულ ძალას იძენდა.
3. მხრის, წინამხრის, მაჯისა და თითების განვითარებისათვის ნინძა ხელებით ხეზე ეკიდა, წელზე კი, კენჭებით სავსე ტომარა ჰქონდა ჩამოკიდებული. ამგვარი სისტემატური ვარჯიშის შედეგად ნინძას 6- 8 საათის განმავლობაში, განსაკუთრებული დაღლილობის და ტკივილის გარეშე, პოზიციის შენარჩუნება შეეძლო.
ნინძების იარაღი
თავდასხმის წარმატებით მოსაგერიებლად და მტრის გასანადგურებლად, მეომარს დახვეწილი იარაღი ესაჭიროებოდა. ნინძას იარაღის არსენალი საკმაოდ მრავალფეროვანი, ეფექტური, მსუბუქი და იოლად სატარებელი იყო. მისი ფლობა ნინძას უმაღლეს დონეზე მოეთხოვებოდა., რადგან დავალების შესრულებისას მცირედი შეცდომაც კი შეიძლება არასასურველი შედეგით დასრულებულიყო.
შუასაუკუნეების იაპონიაში მებრძოლები ძირათადად ხმალს (კატანა) ატარებდნენ. სამურაისათვის ხმალი მისი მარჯვენა ხელი, საოჯახო რელიქვია და მეომრის სული იყო. თუმცა ხმლის ტარება ყველასათვის როდი იყო ნებადართული. უბრალო მოსახლეობას მიმი ქონა ეკრძალებოდა და მათი უმრავლესობა ხის იარაღს ტარებდა.
საიდუმლო ხმალი ( სინობიგატანა ან ნინძა-ტო)
ნინძას ხმალი სინობიგატანას (ნინძა - ტო) უწოდებენ. ის სამურაის სამურაის ხმალთან შედარებით მოკლე იყო, მაგრამ დამატებითი დანიშნულებები გააჩნდა. ხმალს ძალიან ბასრი პირი ჰქონდა და მისი მეშვეობით მეომარი მხოლოდ ჩეხვით მოქმედებებს ასრულებდა.
მებრძოლის ხმალი მარჯვენა მხარეს, ზურგსუკან ქონდა მოთავსებული. მოზრდილი და ოთხკუთხა ფორმის იყო, ხოლო ქარქაშზე რამდენიმე მეტრი სიგრძის ბაწარი ჰქონდა მიბმული.
სინობიგატანას გამოყენების რამოდენიმე მეთოდი გააჩნდა,
1. კედელზე გადაცოცვის დროს, ნინძა ხმალს კედელს აბჯენდა, ვადაზე ფეხს ადგამდა, ბაწარი კი კბილიებით და ზემოთ ასვლისას ხმალიც თან აჰქონდა.
2. შუბით შეიარაღებული მოწინააღმდეგის პირისპირ ან მტრის ალყაში მყოფი ნინძა შეტევის მოსაგერიებლად ქარქაშს თავს ზემოთ წრიულად ატრიალებდა.
3. ქარქაშის ძირში ნინძას მოთავსებული ჰქონდა: ქვიშა, დაფლული პილპილი ან ფოლადის ნაქლიბი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მტერს თვალებში აყრიდა.
4. ქარქაში აგრეთვე ჩასაბერ ან სასუნთქ მილადაც გამოიყენებოდა.